შავი ვარდი (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი ვარდი
ჟანრი დრამა
სცენარი სემა ერგენექონი,
ეილემ ჯანფოლათი,
ფინარ უისალი,
ფუნდა ჩეთინი,
ერქან ბირგონერი,
ბეთულ იაღსაღანი,
ბერილ ქიოსე,
ოზლემ იუჯელი,
მერთ მერიჩლი,
ჰალე ჩალაფი,
ოზლემ თაშაღალ იაქიჯი
რეჟისორი მურათ სარაჩოღლუ,
გიუნაი გიუნაიდინი
მონაწილეობენ ეჯე უსლუ,
მესუთ აქუსთა,
ჰილალ ალთინბილექი,
მერთ იაზიჯიოღლუ,
ილაიდა ჩევიქი
აიჩა აიშინ თურანი,
არდა ერქურანი,
გონჯა ჯილასუნი,
ჰულია დუიარი,
მთხრობელი სემა ერგენექონი,
ეილემ ჯანფოლათი
თემის კომპოზიტორი ფირატ იუქსელირი
მთავარი თემა Karagül Jenerik Müziği
ფინალური თემა Karagül Bitiş Müziği
კომპოზიტორ(ებ)ი ფირატ იუქსელირი
ქვეყანა თურქეთი
ენა თურქული
სეზონი 4
სერია 125
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი შუქრუ ავშარი
ადგილ(ებ)ი ჰალფეთი,
შანლიურფა
ხანგრძლივობა 130წთ
კომპანია Avşar Film
ეთერი
ჩვენების ფორმატი 576I (16-9 SDTV)
1080I (HDTV)
აუდიო ფორმატი სტერეო
ეთერში 29 მარტი, 2013 — 10 ივნისი, 2016
რესურსები ინტერნეტში

შავი ვარდი (თურქ. Karagül) — თურქული ტელესერიალი. იგი პირველად ეკრანებზე 2013 წლის 29 მარტს გამოვიდა. სერიალი შედგება 4 სეზონისაგან და 125 სერიისგან. მისი მთავარი სცენარისტები არიან სემა ერგენექონი, ეილემ ჯანფოლათი და ერქან ბირგონერი, ხოლო რეჟისორი – წარმოშობით ქართველი მურათ სარაჩოღლუ. მთავარ როლებს ასრულებენ ეჯე უსლუ, მესუთ აქუსთა და შერიფ სეზერი.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს მარტოხელა დედის, ებრუს ცხოვრებაზე, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. მას კიდევ ჰყავდა ერთი შვილი დენიზი, მაგრამ მას ეტყვიან რომ ის მკვდარი დაიბადა.

ერთ დღეს, მისი ქმარი სახელად მურათი გაემგზავრება თავის მშობლიურ სოფელში და ებრუს მას დაპირდა, რომ ის იმავე დღესვე ჩამოვიდოდა, მაგრამ მისმა გაუჩინარებამ ქალის ცხოვრება ძალიან შეცვალა.

ის ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლის გარკვევა მას ძვირად დაუჯდება.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი როლი აღწერა
ეჯე უსლუ ებრუ შამვერდი მურათის ცოლი. ადას, მაიას, რუზგარისა და დენიზის (ბარანი) დედა.
მესუთ აქუსთა ქენდალ შამვერდი მურათისა და მელექის ძმა, ქადრიეს შვილი. ჰოლდინგის მფლობელი. იყო სასტიკი და მკვლელი. 125-ე სერიაში ჩასვამენ ციხეში.
ჰილალ ალთინბილექი ოზლემ შამვერდი ქენდალის ცოლი. შეყვარებულია ქასიმზე. 125-ე სერიაში ცოლად მიყვება ქასიმს. მოგვიანებით მას შეეძინება ქალიშვილი მელექი.
მერთ იაზიჯიოღლუ ბარან (დენიზ) შამვერდი ებრუს და მურადის უფროსი ვაჟი. აღზარდა ნარინმა.
ილაიდა ჩევიქი მაია შამვერდი ებრუსა და მურათის ქალიშვილი. ადას, რუზგარისა და ბარანის და. შეყვარებული იყო ემრეზე.
აიჩა აიშინ თურანი ადა შამვერდი ებრუსა და მურათის ქალიშვილი. მაიას, ბარანისა და რუზგარის და. შეყვარებული იყო სერდარზე.
არდა ერქურანი რუზგარ შამვერდი ებრუსა და მურათის უმცროსი ვაჟი. ადას, მაიასა და ბარანის ძმა.
გონჯა ჯილასუნი ფიქრიე გუნერი ქადრიეს და. ქენანის დედა.
ჰულია დუიარი ემინე შამვერდი ქენდალის ცოლი, ასიმის დედა. კეთილი, გულადი.
სევდა ერგინჯი აიშე სიბელისა და ქასიმის შვილი. შეყვარებული იყო ბარანზე.
ჯან ათაქი ასიმ შამვერდი ქენდალისა და ემინეს შვილი.
ოგუნ ქაფთანოღლუ ოღუზ ქილიჩოღლუ სერდარის ძმა. კომისარი.
ბურაქ ჩელიქი სერდარ ქილიჩოღლუ ოღუზის ძმა. ადას შეყვარებული.
სუ ოლგაჩი დენიზ ქილიჩოღლუ ოღუზის შვილი.
ესერ ქარაბილი ქასიმი ქენდალის ყოფილი კაცი, რომელიც შემდეგ მას უღალატებს. სიბელის ყოფილი ქმარი და აიშეს მამა. მოგვიანებით ცოლად შეირთო ოზლემი.
აჩელია ელმაზი ელიფი ადას, მაიასა და დენიზის მასწავლებელი. ემრეს დეიდა.
ფეიზან სოიქაქი ემრე ელიფის დისშვილი. მაიას შეყვარებული.
თურან სელჩუქ იერლიქაია რიზა ქენდალის თანაშემწე. კეთილი კაცი.
იალჩინ ერთურქი რეჯეფი მელექის შეყვარებული. მე-18 სერიაში კლავს ქასიმი ქენდალის მოთხოვნით.
ოზჯან დენიზი მურათ შამვერდი ქენდალისა და მელექის ძმა. ნარინის ყოფილი ქმარი. ებრუს მეუღლე. ბარანის, ადას, მაიასა და რუზგარის მამა. 1-ლი სერიაში ქენდალი გადააგდებს ნავიდან. 53-ე სერიაში კვდება ფილტვების უკმარისობით.
იავუზ ბინგოლი ფირათ მერჯანი ნარინის ძმა. 64-ე სერიაში გადავარდება მანქანით წყალში.
ბიულენთ ფოლათი საბრი ფათიჰისა და ოზლემის ძმა. მელექის შეყვარებული. კლავს მერდანი.
მეჰმეთ მეჰმედოვი მერდანი რუსთემისა და გულიზარის შვილი. მელექის ქმარი. 108-ე სერიაში კლავს მელექი.
სებაჰათ ქუმაში მელექ შამვერდი ქენდალისა და მურათის და. ჯერ რეჯეფის, შემდეგ კი საბრის შეყვარებული. იძულებით დააქორწინა ქენდალმა მერდანზე. თავს იკლავს 109-ე სერიაში.
სარუჰან ჰუნელი ქენან გუნერი ფიქრიეს შვილი, ქადრიეს დისშვილი. მურათის ძმობილი. ჰალფეთში ჩამოვიდა ქენდალზე შურის საძიებლად.
ებრუ ოჟენ შაჰინი სიბელი ქასიმის ყოფილი ცოლი, ქენდალის ცოლი. აიშესა და მეჰდის დედა. კვდება 113-ე სერიაში.
მაჰმუთ გოქგიოზი იდრისი ქენდალის ნამდვილი მამა.
ოზლემ ჯონქერი ნარინ მერჯანი ფირათის და, ქენდალის დეიდაშვილი. ბარანის დედობილი. უყვარდა კომისარი ოღუზი. თავს იკლავს 120-ე სერიაში.
მეჰდი შამვერდი ქენდალისა და სიბელის შვილი. 122-ე სერიაში კვდება ქენდალის მიერ მოწყობილი ავარიის დროს.
შერიფ სეზერი ქადრიე შამვერდი ქენდალის, მურათისა და მელექის დედა. აასიმის, ბარანის, ადას, მაიას, რუზგარისა და მეჰდის ბებია. კვდება 125-ე სერიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]