შავი დღე (სამხრეთი კორეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი დღე
블랙데이
შავი დღე (სამხრეთი კორეა) ფოტოსურათი
ჯაჯანგმიონი, ყველაზე პოპულარული კერძი შავ დღეს
დამფუძნებელი სამხრეთი კორეა
აღნიშნავენ მარტოხელები
თარიღი 14 აპრილი
ზეიმობა მესამე „მარკეტინგის დღის“ დღესასწაული ვალენტინობის დღისა და თეთრი დღის შემდეგ

 

შავი დღე ( კორეული : 블랙데이) — არაოფიციალური დღესასწაული, აღინიშნება ყოველი წლის 14 აპრილს უმეტესად სამხრეთ კორეელი მარტოხელების მიერ. ასოცირდება ვალენტინობისა და თეთრ დღესთან. ამ დღეს იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებსაც წინა ორი დღის განმავლობაში საჩუქარი არ მიუღიათ. მიირთმევენ ჯაჯანგმიონს და ლაფსს შავი სოუსით.


დღე ასოცირდება ვალენტინობის დღესთან და თეთრ დღესთან, როგორც დღესასწაული თვის მე-14 დღეს. ამ დღეს იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც წინა ორი დღის განმავლობაში საჩუქარი არ მიუღიათ და მიირთმევენ ჯაჯანგმიონს, ატრიას შავი სოუსით. ეს დღე სპეციალურად მარტოხელა ადამიანებისთვისაა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეა და იაპონია ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც ორჯერ აღნიშნავენ ვალენტინობის დღეს, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის საჩუქრის გადაცემის შესაძლებლობას.. ვალენტინობის დღე 14 თებერვალს აღინიშნება და ქალები მამაკაცებს ყიდულობენ საჩუქრებს, ხოლო თეთრი დღე 14 მარტს აღინიშნება, მამაკაცები პირიქით ქალებს ჩუქნიან საჩუქარს. ყველა სასიყვარულო დღესასწაულის გამო (ზუსტად 14), რომელიც კორეაში ხდება, ბევრი ფიქრობდა, რომ მარტოხელა ადამიანებიც იმსახურებდნენ აღიარებას.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი დღე ვალენტინობის დღის და თეთრი დღის რომანტიკულ ასპექტს ემყარება. იმის გამო, რომ ვალენტინობის დღეს მიღებული შოკოლადები მამაკაცის პოპულარობის სიმბოლოდ არის განმარტებული, ხოლო თეთრ დღეს მიცემული შოკოლადები გამოიყენება მხოლოდ რომანტიკული მიზნებისთვის, შავი დღე ყურადღებას ამახვილებს ადამიანებზე, განსაკუთრებით მარტოხელებზე, რომლებსაც საჩუქარი არცერთ დღესასწაულზე არ მიუღიათ. . [1]

მარტოხელები ორივე დღის განმავლობაში შავი ტანისამოსით იკრიბებიან, რათა 'დაემშვიდობონ' შავი ფერის საკვებს, [2] განსაკუთრებითჯაჯანგმიონს.[3]



სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phelan, Sarah (February 11–18, 2004). „Black Noodle Days“. Metro Santa Cruz. Metro Publishing Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 20, 2014. ციტირების თარიღი: April 14, 2014.
  2. Herskovitz, Jon (April 14, 2008). „South Korea's Black Day for love“. Reuters. Seoul: Thomson Reuters. ციტირების თარიღი: April 14, 2014.
  3. Smith, K.. (February 13, 2013) Korea's Black Day: When Sad, Single People Get Together And Eat Black Food. Smithsonian. Smithsonian Institution. ციტირების თარიღი: April 14, 2014.