შავთავა მოლაღური
შავთავა მოლაღური | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Oriolus chinensis (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22706394 | |||||||||||||||
|
შავთავა მოლაღური[1] (ლათ. Oriolus chinensis) — ფრინველი მოლაღურისებრთა ოჯახისა. უმთავრესად გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სხეულის სიგრძე 23-დან 26 სმ-მდეა. ადვილად შესამჩნევი და გამოსაცნობია თავისი კაშკაშა და ლამაზი შეფერილობის გამო. დედლების შეფერილობა მეტად მოყვითალო-მომწვანო და რუხ-თეთრია, ხოლო მამლებისა — ოქროსფერი და შავი. აქვთ წითელი, კონუსისებრი ნისკარტი. არ არიან ძალიან გულღია ფრინველები, საკმაოდ იჩენენ სიფრთხილეს და იშვიათად გამოდიან თავისი თავშესაფრიდან ხის ვარჯზე. სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის 15 წელს შეადგენს.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავთავა მოლაღური ბინადრობს აზიაში, უმთავრესად ჩინეთში, კორეაში, კუნძულ იავასა და ფილიპინებზე. გადამფრენი ფრინველია, უპირატესად სამხრეთ ჩინეთში, სამხრეთ ინდოჩინეთში, მიანმარსა და მალაკის ნახევარკუნძულზე იზამთრებს. ევროპის ტერიტორიაზე ეს ფრინველი ზაფხულში შეინიშნება. უპირატესობას ანიჭებს ისეთ მხარეებს, სადაც ტემპერატურა 22-დან 30°C-მდეა. ხშირად იმყოფება პარკების ტეროტირიაზე გაზრდილ ხეებზე ან ტყის დასახლებების სიახლოვეს. თავისი კაშკაშა შეფერილობის მიუხედავად, შავთავა მოლაღური კარგად იმალება მაღალი ხეების ფოთლებში. მის საცხოვრებელ სივრცეს საფრთხეს უქმნის მუდმივი ტყის ჩეხა. ფრინველის პოპულაციისათვის კიდევ ერთი საშიშროებაა ბრაკონიერთა მიერ მათი მოპოვება.
კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავთავა მოლაღური ერთის მხრივ უპირატესობას ანიჭებს მწერებს, როგორიცაა მაისის ხოჭო, ჩრჩილი, კალია, მუხლუხი, პეპელა, ხოჭო, ჭრიჭინობელა, და აგრეთვე ნაყოფებს, როგორიცაა ალუბლისა და მოცხარის კენკრა. ნაყოფისაგან კურკის გამოსაცალკევებლად იყენებს თავის კონუსისებურ ნისკარტს, რითაც ადვილად შეუძლია კურკისაგან რბილობის გამოცლა. ახალგაზრდა ფრინველები ამ ტექნიკას მშობლების მოქმედებათა მიბაძვით სწავლობენ.
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ წელს შავი მოლაღურის მამალი საქორწინო პერიოდის დაწყებას ფლეიტისმაგვარი შეძახილით „ბიუიულო“ იტყობინება, რითაც დედალს იზიდავს. დაწყვილების შემდეგ დედალ-მამალი ერთობლივად აშენებს მოხდენილ ფინჯნისებური ბუდის აგებას ჩინეთის, კორეისა და მანჯურიის დაცულ შერეულ ტყეებში. მასალად იყენებენ ფესვების ნაწილებსა და ქერქებს. ბუდეს ორკაპა ტოტებზე აგებენ. დედალი მაის-ივლისში 2-დან 5-მდე წითელი ფერის წითელ-ყავისფერ წინწკლებიან კვერცხს დებს. ზაფხულში ეს ფრინველები ევროპაშიც ბუდობენ. იმ დროს, როდესაც დედალი კვერცხებზე ზის, მამალი ტკრციალისა და ჩხავილის შეძახილებით აფრთხობს ბუდის გამანადგურებლებს. 14–15 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები, რომლებსაც ორივე მშობელი კვებავს. ისინი უკვე ცხოვრების პირველივე წელს ტოვებენ ბუდეს.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაღურისებრთა ჯგუფის ევოლუციური ისტორია მეტად კომპლექსურია და შესაძლოა მეტი კრიპტული სახეობა იყოს თვითონ ამ ჯგუფში.[2] ქვესახეობები საკმაოდ ახლოს მონათესავენი არიან და ჯგუფი ქმნის კლადას, რომელშიც მოლაღური და Oriolus kundoo შედის შავთავა მოლაღურის პარალელურად.[3][4]
ქვესახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავთავა მოლაღური 20 ქვესახეობაა ცნობილი:[5]
- O. c. diffusus — Sharpe, 1877: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში
- O. c. andamanensis — Beavan, 1867: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ანდამანის კუნძულებზე
- O. c. macrourus — Blyth, 1846: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ნიკობარის კუნძულებზე
- O. c. maculatus — Vieillot, 1817: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულზე, სუმატრაზე, ბელიტუნგზე, ბანგკაზე, ნიასიზე, იავაზე, ბალისა და ბორნეოზე
- O. c. mundus — Richmond, 1903: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია სიმიოლუესა და ნიასიზე
- O. c. sipora — Chasen & Kloss, 1926: გავრცელებულია სიპორაზე
- O. c. richmondi — Oberholser, 1912: გავრცელებულია სიბერუტსა და პაგიზე
- O. c. lamprochryseus — Oberholser, 1917: გავრცელებულია მასალემბუსა და კერამიანის კუნძულებზე
- O. c. insularis — Vorderman, 1893: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია საპუდიზე, რაასისა და კანგეანის კუნძულებზე
- O. c. melanisticus — Meyer, AB & Wiglesworth, 1894: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ტალაუდის კუნძულებზე
- O. c. sangirensis — Meyer, AB & Wiglesworth, 1898: გავრცელებულია სანგიჰეს კუნძულებზე
- O. c. formosus — Cabanis, 1872: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია სიაუზე, ტაჰულანდანგზე, რუანგზე, ბიაროსა და მაიუს კუნძულებზე
- O. c. celebensis — (Walden, 1872): თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია სულავესსა და მიმდებარე კუნძულებზე
- O. c. frontalis — Wallace, 1863: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ბანგაიზე და სულას კუნძულებზე
- O. c. stresemanni — Neumann, 1939: გავრცელებულია პელენგზე
- O. c. boneratensis — Meyer, AB & Wiglesworth, 1896: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ბონერატზე, ჯამბიაზე კალაოს
- O. c. broderipi — Bonaparte, 1850: თავდაპირველად აღიწერა, როგორც ცალკე სახეობა. გავრცელებულია ლომბოკზე, სუმბაზე, სუმბავაზე, ფლორესზე ალორზე
- O. c. chinensis — Linnaeus, 1766: გავრცელებულია პალავანზე, ლუზონზე, მინდოროსა და სატელიტის კუნძლებზე
- O. c. yamamurae — Kuroda Sr, 1927: გავრცელებულია ვისაიანის კუნძლებზე, მინდანაოსა და ბასილანზე
- O. c. suluensis — Sharpe, 1877: გავრცელებულია სულუს არქიპელაგზე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bertelsmann Lexikon Institut. Bertelsmann Lexikon in drei Bänden. Og-Z. Wissen Media Verlag GmbH, Gütersloh 2003, с.104
- Bum-joo, Yoo. Vögel Koreas. AULA-Verlag, Wiebelsheim 2007
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის ხერხემლიანი ცხოველები: შავთავა მოლაღური დაარქივებული 2018-10-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 34, 140, 192.
- ↑ (2005) Birds of South Asia. The Ripley Guide. Volume 2. Smithsonian Institution and Lynx Edicions, გვ. 586–587.
- ↑ Knud A. Jønsson; Rauri C. K. Bowie; Robert G. Moyle; Martin Irestedt; Les Christidis; Janette; A. Norman; Jon Fjeldsa (2010). „Phylogeny and biogeography of Oriolidae (Aves: Passeriformes)“ (PDF). Ecography. 33: 232–241. doi:10.1111/j.1600-0587.2010.06167.x.
- ↑ Dickinson, EC (2000). „Systematic notes on Asian birds. 7. Black-naped Oriole Oriolus chinensis Linnaeus, 1766: some old nomenclatural issues explained“. Zoologische Verhandelingen. 331: 131–139.
- ↑ „IOC World Bird List 7.1“. IOC World Bird List Datasets. doi:10.14344/ioc.ml.7.1.