წყარო (2006 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შადრევანი (ფილმი 2006))
Jump to navigation Jump to search
წყარო
ჟანრი ფენტეზი
დრამა
მელოდრამა
რეჟისორი დარენ არონოფსკი
პროდიუსერი აარონ მილჩანი
იეინ სმიტი
ერიკ უოტსონი
სცენარისტი დარენ არონოფსკი
არი ჰანდელი
როლებში ჰიუ ჯეკმენი
რეიჩელ ვაისი
კომპოზიტორი კლინტ მანსელი
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი
მწარმოებელი კომპანია Warner Bros. Pictures
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

წყარო“ (ინგლ. fountain) — რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი. ფილმში მოქმედება ხდება სხვადასხვა დროში. მთავარი გმირებისთვის (ჰიუ ჯეკმენი; რეიჩელ ვაისი) სიყვარული და რომანტიზმი ყველა დროში არსებობს. „შადრევანიოქროს გლობუსზე ნომინირებული ფილმია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ვითარდება სამ დროში: წარსული, აწმყო და მომავალი. შუა საუკუნეების ესპანეთი ბოროტი ინკვიზიტორის ხელშია და მთლიანად ესპანეთის ხელში ჩაგდება სურს. მთავარი გმირი ესპანელი კონკესტადორია რომელიც დედოფლის დავალებით მიეგმზავრება სიცოცხლის ხის საპოვნელად, რომელიც ითვლება უკვდავების წყაროდ. იგიც თანამედროვე დროს ცნობილია როგორც ექიმი ონკოლოგი, ეძებს კიბოს წამალს რადგან განკურნოს თავისი მეუღლე. ესპანელი კონკესტადორის ცხოვრებას მოგვითხრობს წიგნის სახით რომანი, რომელსაც თვითონ ექიმის მომაკვდავი მეუღლე წერს. თვითონ ექიმის ცხოვრება არაფერია თუ არა მხოლოდ და მხოლოდ მოგონებები ადამიანზე მისტიკური მომავლიდან, გამგზავრებლი რათა იპოვნოს მომაკვდავი ვარსკვლავი შიბალბა, რომელიც მაიას ცნობით ახალი სიცოცხლის მიმნიჩებელია თავის სიკვდილის შემდეგ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსახიობი რეიჩელ ვაისი, მთავარი გმირის მეუღლის როლის შემსრულებელი, მოგვიანებით რეჟისორ დარენ არონოფსკის მეუღლე გახდა.
  • ფილმის დასაწყისში მოყვანილი ციტატა - «და განდევნა ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან და აღმართა ცეცხლოვანი მახვილი სიცოცხლის ხის დასაცავად» (ინგლ. Therefore, the Lord God banished Adam and Eve from the Garden of Eden and placed a flaming sword to protect the tree of life) - არ წარმოადგენს ორიგინალის ზუსტ ციტირებას, თუმცა ზუსტად გადმოსცემს მის აზრს.
  • ფილმის წარმოება დაიწყო 2002 წელს და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 78 მლნ. აშშ დოლარს. მთავარ როლებში იღებდნენ ბრედ პიტს და ქეით ბლანშეტს, თუმცაღა, მას შემდეგ რაც ბრედ პიტმა პროექტი მიატოვა, გადაღებები შეჩერდა. ფინანსური დანაკარგის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის (რომელიც შეადგენდა 20 მლნ. დოლარს), გადაღებებისათვის შექმნილი დეკორაციები აუქციონზე გაიყიდა. დარენ არონოფსკმა ფილმზე ახლიდან მუშაობის დაწყება 2004 წელს შეძლო, მას შემდეგ, რაც მთავარ როლზე ჰიუ ჯეკმენი დაითანხმა. ქალის მთავარ როლზე კი დარენ არონოფსკის მეუღლე რეიჩელ ვაისი დათანხმდა. ამასთან ფილმის ბიუჯეტი შეამცირეს 35 მლნ. დოლარამდე.
  • ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო - „უკანასკნელი ადამიანი“ (ინგლ. The Last Man).
  • კოსმიური პეიზაჟებისთვის ქიმიური რეაქციების მაკროგადაღებები გამოიყენეს.
  • გამომცემლობა DC Comics и Vertigo-მა 2005 წელს გამოსცა კომიქსი, „შადრევნის“ პირველ ვერსიაზე.
  • კომპანია Warner Brothers-მა გადაწყვიტა ფილმის DVD-გამოცემისთვის დარენ არონოფკის გახმოვანებული კომენტარი არ დაერთოთ. მისი კომენტარის მოსმენა მხოლოდ რეჟისორის ოფიციალურ საიტზეა შესაძლო.
  • მთავარი გმირის გვარი — კრეო ლათინურად ითარგმნება, როგორც <<მე ვქმნი>> ხოლო ესპანურზე <<მე მწამს|მე მჯერა>> მთლიანი სახელი იზზი კრეო (Izzy Creo)შეილება გადაითარგმნოს ამგვარად (Y sí, creo) როგორც (კი, მე მჯერა|მე მწამს) გმირის მთლიანი სახელი და გვარი ერთად ნაჩვენებია როცა ტომი თოვლს მოაშორებს თავის მეუღლის საფლავის ქვას .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]