შადილხოხი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
შადილხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′20″ ჩ. გ. 44°18′12″ ა. გ. / 42.53889° ჩ. გ. 44.30333° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3296 მ |
მთის მასივი | ყელის ზეგანი |
შადილხოხი — ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ზეგანზე. სიმაღლე 3296 მ. ქმნის ერმანი-ახუბათის ვულკანური პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. შეფარდებითი სიმაღლე 300 მ აღწევს. მთის დასავლეთით ვრცელდება ლავური ნაკადები. შადილხოხი აგებულია დაციტებით.