შაბთარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაბთარი (ლათ. Trifolium resupinatum) — ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს ოდნავ დატოტვილი წამოწეული ან გართხმული ღერო. გავრცელებულია ევროპაში, ხმეთაშუაზღვისპირეთში, შუა აზიაში, კავკასიასა და ყირიმში. საქართველოში იზრდება აჭარასა და აფხაზეთში მთის შუა სარტყლამდე, დაჭაობებულ მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე და როგორც სარეველა - ნათესებში. საქონლის საკვები და თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]