შაბანა აზმი
შაბანა აზმი Shabana Azmi | |
---|---|
დაბადების სახელი | შაბანა კაიფი აზმი |
დაბადების თარიღი |
18 სექტემბერი, 1950 (71 წლის) აზამგარხი, უტარ-პრადეში, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე |
ჯილდოები |
პადმა ბჰუშანი პადმა შრი |
შაბანა აზმი (ჰინდი शबाना कैफ, ურდუ شبانہ اعظمی, ინგლ. Shabana Azmi; დ. 18 სექტემბერი, 1950, აზამგარჰი, უტარ -პრადეში, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე.სამგზის ბოლივუდის პრესტიჟული Filmfare Award პრემიის ლაურეატი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ხუთგზის ეროვნული კინოპრემიის მფლობელი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაბანა კაიფი აზმი დაიბადა 1950 წლის 18 სექტემბერს ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში, შიიტების ოჯახში. მისი მშობლები კაიფი აზმი (1919-2002) (ინდოელი პოეტი) და შაუკატ აზმი (ინდოეთის სახალხო თეატრის ასოციაციის ვეტერანი) ინდოეთის კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. მისი ძმა ბაბა აზმი ოპერატორია, შაბანა აზმის რძალიც მსახიობია.მისი მშობლები აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდნენ და მათი სახლი ყოველთვის სავსე იყო ხალხით და კომუნისტური პარტიის წევრებით.[3][4]
შაბანა აზმი დადიოდა დედოფალ მარიამის სახელობის სკოლაში მუმბაიში. შემდეგ მუმბაიში, წმინდა ქსავიეს კოლეჯში მიიღო ხარისხი ფსიქოლოგიაში. სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტში 1972 წელს. მისი პირველი კინო დებიუტი შედგა ხოჯა აჰმად აბასის ფილმში Faasla, თუმცა სურათი გამოვიდა შიამ ბენეგალის "Sprout" პრემიერის შემდეგ ამ უკანასკნელმა მსახიობს ეროვნული ფილმის ჯილდო მოუტანა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. შემდგომში, შაბან აზმიმ ეს ჯილდო კიდევ ოთხჯერ მიიღო ფილმებისთვის "ცნობიერება" (1982), "ნანგრევები" [ (1983), "გადაკვეთა" (1984) და „ნათლიდედა“ (1999).
შაბანა აზმიმ გააგრძელა შიამ ბენეგალთან შემდგომი თანამშრომლობა. ფილმებმა "ღამის დასასრული" (1975), "Madness" (1978), "Market Square" (1983), Susman (1987) და Antarnaad (1991) იგი პარალელური კინოს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილ მსახიობად აქცია. ამსახიობი აგრეთვე სევე მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცა არიან: სატიაჯიტ რაი, მისინალ სენი, საიდ მირზა, გაუტამ გოში, საი პარანჯპაი, აპარნა სენი და მაჰეშ ბჰატი. მათ ფილმებში ის ინარჩუნებდა"ბუნებრივ" სტილს, მაკიაჟის გარეშე, გამოხატული რეგიონალური აქცენტით (ანჰდრას რაიონები "Sprout" და "Night of End" და პარსი "Pestongi").
შაბანა აზმი გამოჩნდა 120 -ზე მეტ ჰინდურ და ბენგალურ ფილმში, ხოლო 1988 წლიდან ითამაშა რამდენიმე უცხოურ პროექტში. მისი რამდენიმე ფილმი მიეკუთვნება ე.წ. პროგრესივიზმის ან სოციალური პროგრესივიზმის ჟანრს, სადაც ასახულია ინდოეთის საზოგადოება, მის ჩვეულებები და ტრადიციები.
მსახიობის გარდა, შაბანა აზმი, ცნობილია როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც იბრძვის ღარიბების და უსახლკაროების, ქალთა უფლებების დასაცავად, ბავშვთა გადარჩენისთვის, ასევე სხვადასხვა ანტისოციალურ ორგანიზაციების მხარეზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგალითად, 1993 წლის ბომბეიში მომხდარი არეულობების დროს. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში და დემონსტრაციებში, რომლებიც ამხელენ კომუნალიზმს, ილაშქრებს რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, იგი დაუპირისპირდა დელის ჯამა მასჯიდის დიდი მუფთის რჩევას, რომელმაც ინდოეთის მუსლიმებს მოუწოდა ავღანელი ხალხისთვის მხარი დაეჭირათ ბრძოლაში. აქტიურად იბრძვის შიდსის მსხვერპლთა ოსტრაციზმის წინააღმდეგ. ბენგალურ ფილმში Meghla Akash , შაბანა აზმიმ შეასრულა ექიმის როლი, რომელიც მკურნალობს შიდსით დაავადებულებს. 1989 წლიდან ის არის ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ინდოეთის პრემიერ მინისტრი; შიდსის ეროვნული კომისიის წევრი (ინდოეთი), ის გახლავთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPFA) კეთილი ნების ელჩი.1988 წელს მსახიობს მიენიჭა ინდოეთის მეოთხე უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო —პადმა შრის ორდენი.[5] ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის . 1997 წელს პრეზიდენტმა წარადგინა რაჯია საბჰას წევრად, ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატაში. [6][7]
ინდოეთში 2019 წლის საყოველთაო არჩევნებზე მან აქტიური კამპანია ჩაატარა კანჰაია კუმარისთვის, რომელიც კენჭს იყრიდა ბეგუსარაიში, ბიჰარში, ინდოეთის კომუნისტური პარტიიდან.[8]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაბანა აზმი 1970 -იანი წლების ბოლოს დაინიშნა ბენჯამინ გილანზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა მოგვიანებით, 1984 წლის 9 დეკემბერს იგი დაქორწინდა პოეტზე, ლირიკოსსა და სცენარისტ ჯავედ ახტარზე (დ. 1945). შაბანას მშობლებმა გააპროტესტეს ქალიშვილის კავშირი ცოლიან მამაკაცთან. ჯავედ ახტარისთვის ეს მეორე ქორწინება გახლდათ,. პირველი ქორწინებიდან ჯავედს ორი შვილი ჰყავს ფარჰანი და ზოია, ორივე კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს.[9][10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azmi, Shabana // Encyclopedia of Indian Cinema / Edited by Ashish Rajadhyaksha, Paul Willemen. — L.: British Film Institute, 1994. — P. 48. — 568 p. — ISBN 978-0-85170-455-5.
- ↑ "Shabana Azmi | FCCI". დაარქივებული 2021-09-21 საიტზე Wayback Machine. Journal of Indian Cinema. 18 September 2020. Retrieved 26 October 2020.
- ↑ PTI (22 July 2005). "Parallel cinema seeing changes: Azmi". The Times of India. Archived from the originalon 5 November 2012. Retrieved 31 January 2009.
- ↑ Nagarajan, Saraswathy (18 December 2004). "Coffee break with Shabana Azmi". The Hindu. Chennai, India. Archived from the original on 31 December 2004. Retrieved 31 January 2009.
- ↑ "Padma Awards". pib. 27 January 2013. Retrieved 27 January 2013.
- ↑ "World population crosses 6 billion". The Tribune. Tribune News Service. 12 October 1999. Retrieved 24 February 2011.
- ↑ Rasheeda Bhagat (14 November 2001). "The Indian Muslims trial by fire". The Hindu Business Line. Retrieved 5 March 2010.
- ↑ Rohit Kumar Singh (26 April 2019). "Shabana Azmi seek votes for Kanhaiya Kumar, attacks BJP". India Today. Retrieved 5 May 2019.
- ↑ Ali Peter John (2000) "Javed Akhtar is not so easy" Screen. Retrieved 5 March
- ↑ "For Abba with Love by Shabana Azmi". Kaifiyat. Archived from the original on 22 January 2013. Retrieved 31 January 2013.