ყურულთაი
იერსახე
ყურულთაი (მონღ. хурул, хурал; აზერ. Qurultay; ყაზახ. Құрылтай) — ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პოლიტიკურ და სამხედრო საბჭოს მონღოლ და თურქ ხანებთან.
თანამედროვე მნიშვნელობით თურქულ ენებში ნიშნავს პარლამენტს, შეკრებას, საბჭოს, კონგრესს, კონფერენციას, ასამბლეას, კონვენტს.