ყურმოკლე თეთრი ღორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყურმოკლე თეთრი ღორიღორის სახორცე მიმართულების ადრეული ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს ადგილობრივი გრძელყურიანი ღორებისა და მსხვილი თეთრი და საშუალო თეთრი ინგლისური ჯიშის ღორებთან შეჯვარების გზით, ხოლო შემდეგ ნაჯვარი ცხოველების გადარჩევითა და შერჩევით. მოზრდილი ნეზვის ცოცხალი მასაა 200–250 კგ, კერატისა 250–300 კგ. ნაყოფიერება — 9–10 გოჭი დაყრაზე. მერძეულობა 60–70 კგ. გავრცელებულია როსტოვის ოლქში, კრასნოდარის მხარეში, ყაზახეთში, უკრაინაში და სხვ. გამოიყენეს ესტონური საბეკონე, ჩრდილოკავკასიური, ლიტვური და ლატვიური ჯიშების ჩამოყალიბება-გაუმჯობესებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]