შინაარსზე გადასვლა

ყურბან აბასოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყურბან აბასოვი
აზერ. Qurban Abbasqulu oğlu Abasov
დაბ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1926(1926-10-26)[1]
დაბ. ადგილი ფაიზი
გარდ. თარიღი 14 სექტემბერი, 1994(1994-09-14)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა ინჟინერი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, დიდების ორდენი, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, Oil Master of the Azerbaijan SSR, Honored Engineer of the Azerbaijan SSR, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და Q29049119?

ყურბან აბასოვი (აზერ. Qurban Abasov; დ. 26 ოქტომბერი, 1926, ნახიჩევანის ასსრ — გ. 14 სექტემბერი, 1994, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ნავთობმრეწველი, სოციალისტური შრომის გმირი (1959). სსრკ-ს საპატიო მენავთობე.

დაიბადა 1926 წლის 26 ოქტომბერს აზერბაიჯანის სსრ ნახიჩევანის ასსრ სოფელ ფაიზში.[2] დაამთავრა აზერბაიჯანის აზიზბეოვის სახელობის ნავთობისა და ქიმიის სახელმწიფო ინსტიტუტი (1962). კარიერა 1943 წელს დაიწყო, როგორც კოლმეურნემ. 1950 წლიდან — აზნეფტის ასოციაციის საბურღი ოფისის საბურღი ოსტატი გახდა. 1952 წლიდან — ნავთობის საბადოების ადმინისტრაციის საბურღი ოფისის უფროსი, 1959 წლიდან - „ორჯონიკიძენფტის“ ნავთობსაბადოს ადმინისტრაციის საბურღი ოფისის დირექტორი, 1962 წლიდან — ნავთობის საბადოს ადმინისტრაციის საბურღი ოფისის დირექტორი. 1992 წლიდან — აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მთავარი მრჩეველი.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1959 წლის 19 მარტს დადგენილებით, ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარებაში მიღწეული წარმატებების გამო, ყურბან აბასოვს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.

გარდაიცვალა 1994 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ბაქოში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Find a Grave — 1996.
  2. ABBASOV QURBAN ABBASQULU OĞLU. ციტირების თარიღი: 2013-08-31