ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის აშლილობით უჭირთ ყურადღების შენარჩუნება იმ საქმეზე რაც მათ არ აინტერესებთ, მაგრამ აქვთ ძალიან კარგი ყურადღება იმის მიმართ რაც მოსწონთ ან უყვართ.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ინგლ. ADHD) — ქცევითი და ნეიროგანვითარებითი აშლილობა, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა, რომლებიც არის ყოვლისმომცველი, საზიანო და ასაკისთვის შეუსაბამო.[1]

ADHD-ს მქონე ზოგ ინდივიდს ასევე შეენიშნება ემოციების მართვის სირთულე ან პრობლემები აღმასრულებელ ფუნქციაში. დიაგნოზისთვის საჭიროა, რომ სიმპტომები ადამიანს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ჰქონდეს და ისინი მინიმუმ ორ სხვადასხვა გარემოში (მაგალითად, სკოლა, სახლი, სამსახური, დასვენებისთვის განკუთვნილი აქტივობები) იწვევდეს პრობლემებს.

ბავშვებში ყურადღების დეფიციტის პრობლემებმა შეიძლება იმოქმედოს აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, ის ასევე დაკავშირებულია სხვა ფსიქიკურ აშლილობებსა და ადიქციასთან. ინდივიდს რომელსაც აქვს ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის აშლილობა) უფრო მაღალი შანსი აქვთ რომ სხვა მენტალური აშლილობა ჰქონდეთ როგორიცაა აუტიზმი,ბიპოლარული აშლილობა და სხვა. [წყარო არ არის მითითებული 729 დღე]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th, Arlington: American Psychiatric Publishing, გვ. 59–65. ISBN 978-0-89042-555-8.