ყუმურის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყუმურის მთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 578 
მთის მასივი ივრის ზეგანი
ასაკი ზედა პლიოცენი

ყუმურის მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 578 მ. აგებულია ზედა პლიოცენ-აღჩაგილის კონგლომერატებით, ქვიშებით, თიხნარებით, თიხებით. მთის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთა ძლიერ დახრილია. ზედაპირზე წარმოქმნილია გამოფიტვის ღარები და გაშიშვლებები. შემოსილია ღვიის, ძეძვის, თრიმლისა და სხვა ბუჩქნარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]