ყულალისის ეკლესია
იერსახე
ყულალისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყულალისის ეკლესია XIX საუკუნეში ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შეუკეთებია, ამჟამად სამხრეთის კარის თავზე დარჩენილია 1060 წლით დათარიღებული წარწერა და ერთი ჯვრიანი ქვა. აქვეა ტაძრიდან გარეთ გამოტანილი ტრაპეზის დიდი ქვა, რომელიც ვიზუალურად ერთმანეთთან მჭიდროდ შეკრულ ოთხ მსხვილ სვეტს ჰგავს. ძველი ნაგებობის დროინდელივე უნდა იყოს აქვე არსებული ბაზისიც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16882