ყუიულუყის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყუიულუყის მეჩეთი
აზერ. Quyuluq məscidi
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტიპი მეჩეთი
თარიღდება XVIII საუკუნე

ყუიულუყის მეჩეთი (აზერ. Quyuluq məscidi) — XVIII საუკუნეში აშენებული მეჩეთი შუშაში.[1][2] მეჩეთი მდებარეობს ქალაქის ოჯაყგულუს ქუჩაზე. XIX საუკუნის ბოლოს, მეჩეთი შუშაში მოქმედი 17 მეჩეთიდან ერთ-ერთი იყო.[3][4] მეჩეთი, სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის პერიოდში დაინგრა.[5][6][7][8][9]

მთავარი ფასადის არქიტექტურული კომპოზიციის მიხედვით, ყუიულუყის მეჩეთი მიეკუთვნება შუშაში არსებული სხვა მეჩეთების ტიპს, აივნებით და სხვადასხვა ფორმის ფართო თაღებით. შიდა სივრცის არქიტექტურული კონსტრუქციის მიხედვით, მეჩეთს ხის ბრტყელი ჭერი ჰქონდა.

მეჩეთი, რომელიც სავარაუდოდ XVIII საუკუნეში აგებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით, 2001 წელს შეიტანეს ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების ნუსხაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Şuşa abidələri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-19. ციტირების თარიღი: 2020-08-25
  2. İşğal altındakı tarixi-dini abidələrimiz. Müəllif Nahid Məmmədov
  3. Shusha State Historical & Architectural Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2010. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  4. Şuşa qalalar şəhəri, muzeylər məskəni idi. ციტირების თარიღი: 9 August 2010.
  5. ШУША - ИСТОРИЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  6. Ministry of Tourism - Guyulug mosque. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  7. SHUSHA. Geography. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  8. M.F.AXUNDOV adına AZƏRBAYCAN MİLLİ KİTABXANASI. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  9. Город муз и ремесел. ციტირების თარიღი: 10 August 2010.