ყუბან-აზოვისპირა დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყუბანისპირა დაბლობი)
Jump to navigation Jump to search

ყუბან-აზოვისპირა დაბლობი, ყუბანისპირა დაბლობივაკე დასავლეთ იმიერკავკასიაში, ქვემო ყუბანის ჩრდილოეთით. დასავლეთით ესაზღვრება აზოვის ზღვა, ჩრდილოეთით — მდინარეების დონისა და მანიჩის ქვემო დინება, აღმოსავლეთით — სტავროპოლის მაღლობი. სიმაღლე 100–150 . აგებულია მეზოკაინოზოური ასაკის დანალექი ქანებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია ლიოსისებრი თიხნარითა და თიხებით. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის აირის საბადოები. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. ნალექები 400—600 მმ წელიწადში. შავმიწანიადაგიანი სტეპის დიდი ნაწილი დახნულია. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]