ყრუანჩელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყრუანჩელა, აგრეთვე ყრუალა[1] — ხალხური ტერმინი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე სანადირო ფრინველი. უპირატესად სოღო (Tetrao urogallus),[2][1] როჭო (Lyrurus) და ჟრუნი (Tetrastes bonasia), აგრეთვე ტყის ქათამიც (Scolopax rusticola).[3] სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ გამრავლების პერიოდში, ტიხტიხის დროს მამალი გამოსცემს ხმამაღალ ბგერებს, რის გამოც ამ დროს მას ხმა აღარ ესმის და „ყრუვდება“. მონადირეები ხშირად სწორედ ამ დროს ირჩევენ მათზე სანადიროდ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]