ყრმა ბარული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყრმა ბარულიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ნოემბერი, ახალი სტილით - 1 დეკემბერი. მას რომანოზ დიაკონთან ერთად მოიხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესია. როდესაც რომანოზი საპყრობილეში ჩააგდეს მან ანტიოქიის მმართველს ასკლიპიადს იქვე მდგომ ბარულზე მიუთითა და უთხრა:

ვიკიციტატა
„– „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა:
–„მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“
- „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა.
- „რითი სჯობს თქვენი ქრისტე ჩვენს ღმერთებს?“ - კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა.
- „იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“, - მიუგო ყრმამ.“

გაბრაზებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმინდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმინდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხს ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესთვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა:

ვიკიციტატა
„ „ჩემო უტკბესო, სიკვდილის ნუ გეშინია; შენ არ მოკვდები, დაუსრულებლად იცოცხლებ - როცა მახვილს დაგცემენ, ანგელოზები მიგიღებენ და სამოთხის სანახებში, მარადიული ნეტარების სამკვიდრებელში აგიტაცებენ. იქ ქრისტე მოგეხვევა, ყველა წმინდანის მეგობარი გახდები და მეც მალე მოვალ შენთან, ძალიან მალე“,“

- ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმინდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესთვის აღსრულებული შვილის წმინდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.