შინაარსზე გადასვლა

ყრილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყრილი სქემაზე
ყრილი ყოფილ რკინიგზაზე დიდ ბრიტანეთში

ყრილი — ნაგებობა დატკეპნილი გრუნტისგან, გარშემო მდებარე მიწაზე ამაღლებული. სატრანსპორტო მშენებლობაში გამოიყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ლიანდაგის გასწვრივ სიმაღლეთა სხვაობა. ამავე მიზნებისთვის გამოიყენება ჭრილი, თუ არსებული რელიეფის სიმაღლე მოთხოვნილზე მაღალია.

როგორც წესი გამოიყენება საავტომობილო გზების, რკინიგზის ლიანდაგების და არხების ასაშენებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ძლიერი სიმაღლეთა სხვაობა სატრანსპორტო ხაზებზე. ყრილების ალტერნატივა შეიძლება იყოს შემოვლითი გზების ან გზაგამტარების აშენება. ყრილები ხშირად შენდება ჭრილის მშენებლობის შედეგად მიღებული გრუნტის გამოყენებით.

ყრილების მშენებლობა ხორციელდება ჭრილების მშენებლობისგან დარჩენილი მასალების გამოყენებით. ყრილი უნდა იყვეს ჰაერ- და წყალგაუმტარი, გაკეთებული დატკეპნილი ან აბსოლუტურად უფორო მასალით. მან უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მხარდაჭერა სტაბილური და გრძელვადიანი ზედაპირის შესაქმნელად, რომელზეც აშენდება გზა.

ყრილების გადალახვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყრილების გადასალახავად ესტაკადების გამოყენების გარეშე ჩვეულებრივ აშენებენ გვირაბების სერიას, რომლებიც მოიცავენ ვიადუკების სექციებს მაღალი სიმტკიცის ზღვარით (შენდება აგურისგან ან ლითონისგან) ან წყვილ სტაციონარულ ხიდის ბურჯს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]