შინაარსზე გადასვლა

ყოჩები (სარაგბო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყოჩები
სრული სახელი სარაგბო კლუბი ბოლნისის ყოჩები
დაარსდა 1959 წლის 15 ოქტომბერს
რეგიონი საქართველოს დროშა საქართველო
ბოლნისი
მწვრთნელ(ებ)ი

საქართველოს დროშა ალექსანდრე ესაკია
საქართველოს დროშა ირაკლი გიორხელიძე

საქართველოს დროშა ზურაბ რეხვიაშვილი
საქართველოს დროშა სპირიდონ ლიპარტელიანი
საქართველოს დროშა რატი ურუშაძე
საქართველოს დროშა აკაკი ცინცაძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
ოფიციალური საიტი
kochebi.ge


„ყოჩები“საქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.

სარაგბო კლუბი „ყოჩები“, პირველი და უძველესი ქართული გუნდი 1959 წლის 15 ოქტომბერს დაარსდა. წარმოშობით სომეხმა, მარსელში აღზრდილმა ჟაკ ასპეკიანმა, სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ვარჯიში სწორედ ამ დღეს ჩაატარა სარაგბო კლუბ „გეპეიში“ [1], რომელიც, თავის მხრივ, „ყოჩების“ წინამორბედია.

1961 წლიდან თბილისის პირველობას ჩაეყარა საფუძველი და პირველი სამი გათამაშება სპის (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის) გამარჯვებით დასრულდა, 1966-ში „ყოჩებმა“ მესამე ადგილი დაიკავა. 1978 წლიდან საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო, სადაც საკავშირო ჩემპიონატში მონაწილე ქართული კლუბებიც იღებდნენ მონაწილეობას და პირველ სამ ჯერზე (1978, 1979 და 1980 წლებში) თასი სპიმ მოიპოვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად ჩატარებულ (1990 წელს) საქართველოს ჩემპიონატში გუნდი შეცვლილი სახელით (საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი) გამოვიდა, უფრო მოგვიანებით კლუბს „სტუ-ყოჩები“, ბოლოს კი „ყოჩები“ ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. რუსული ენის გავლენით, ასე ეძახდნენ საბჭოეთში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს