შინაარსზე გადასვლა

ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორულდაში (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ყორულდაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°55′06″ ჩ. გ. 43°08′38″ ა. გ. / 42.91833° ჩ. გ. 43.14389° ა. გ. / 42.91833; 43.14389
ცენტრის სიმაღლე 1940
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ყორულდაში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

ყორულდაში — სოფელი საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცანის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ყორულდაშის (მდ. ზესხოს მარჯვენა შენაკადი, ცხენისწყლის აუზი) ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1940 მ-ზე, დაბა ლენტეხიდან 60 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

სოფლის სახელწოდების ფუძეა სვანური „ყორ“, ე. ი., „კარი“ („-ულდ“ კნინობითის მაწარმოებელი სუფიქსია, „-ში“ — ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი).[2] სოფლის მიდამოებში საბჭოთა პერიოდში იყო დარიშხანის საბადო (დაიხურა 1986 წელს) და გადამამუშავებელი საწარმო (დაიხურა 1993 წელს), რომლის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაბინძურებულია სამრწველო ნარჩენებით.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]211
2014[1] 000
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გაზდელიანი ე., ქვემოსვანეთის ზოგი ტოპონიმის წარმომავლობისთვის, კრებ. ეტიმოლოგიური ძიებანი, ტ. VIII, თბ., 2011. — გვ. 9.
  3. ყუფარაძე დ., პატარიძე დ., დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები, თბ., 2024. — გვ. 100.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II