ყოველ სექტემბერს (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ყოველ სექტემბერს
ჟანრი რომანტიკული კომედია
რეჟისორი რობერტ მალიგანი
პროდიუსერი რობერტ არტური, ჰენრი უილსონი, რაულ უოლში
სცენარის ავტორი სტენლი შაპირო, მორის რიჩინი, სტენლი რობერტსი, რობერტ რასელი
როლებში ჯინა ლოლობრიჯიდა, როკ ჰადსონი
კომპოზიტორი ჰანს ჯ. სალტერი
სტუდია «Universal Pictures»
დისტრიბუტორი Universal Studios
პრემიერა აგვისტო 9, 1961 (1961-08-09)
ხანგრძლივობა 112 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი 5.8 მილიონი $
საიტი: IMDb ID 0054759

ყოველ სექტემბერს (ინგლ. "Come September") - ამერიკული კინოკომედია, გადაღებული 1961 წელს რობერტ მალიგანის მიერ, მთავარ როლებში ჯინა ლოლობრიჯიდა და როკ ჰადსონი

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მილიონერი რობერტ ტელბოტი (როკ ჰადსონი) ყოველ სექტემბერს იტალიაში, ლიგურიაში, საკუთარ დიდ ვილაში მიემგზავრება და რომაელ შეყვარებულ ლიზა ფელინისთან (ჯინა ლოლობრიჯიდა) დროს ატარებს. ერთხელაც ივლისში გადაწყვეტს დასვენებას და იტალიაში გაემგზავრება, სადაც დიდი სიურპრიზები დახვდება. რადგანაც სექტემბრის გარდა, სახლი მთელი 11 თვე უფუნქციოდაა დარჩენილი, მისი ვილის ზედამხედველი მორისი სასტუმროდ გადააკეთებს და სტუმრებზე აქვს გაქირავებული. ამჯერად ვილა-სასტუმროში ერთ ასაკიანი ქალი და ოთხი ახალგზარდა გოგოა. მორისი მეპატრონის ჩამოსვლას გვიან შეიტყობს და პირველ ჯერზე რობერტს სტუმრებზე ატყუებს, თითქოს მისი ნათესავები არიან. ამასთან შეყვარებულ ლიზასაც მობეზრდა მისი წელიწადში ერთხელ ნახვა და ინგლისელ სპენსერზე გათხოვება გადაწყვიტა, მაგრამ თეთრ კაბაში გამოწყობილი როგორც კი ტელეფონში რობერტის ხმას გაიგონებს, წყენას დაივიწყებს და მის ვილაში გაიქცევა. რობერტი მალე მიუხვდება მაურისს თაღლითობას, სტუმრების გაყრას უბრძანებს და მასაც სამსახურიდან დაითხოვს. ამ დროს ასაკიანი სტუმარი ქალი ფეხს იღრძობს და რობერტი იძულებული გახდება დაშავებული, ყველა სტუმარი და მოსამსახურე ერთად რამდენიმე დღე დატოვოს. ტელბოდის ვილას ამერიკელი ბიჭები მიადგებიან, რადგანაც სასტუმრო გონიათ. მასპინძელი გაყრის მათ, თუმც ახალგაზრდებს ვილაში მცხოვრები გოგოები მოეწონებათ და ეზოს გარეთ გაშლიან კარავს. ბიჭებს გოგოებთან დაახლოება სურთ, შესთავაზებენ, რობერტთან და ლიზასთან ერთად სკუტერებით გაისეირნონ. მათ იმედი აქვთ რომ 40-ს მიტანებულ კაცს, ადვილად დაღლიან და გოგოებთან მარტო დარჩებიან. ტელბოდი კარგ ფორმაშია დ არაფერი გამოუვათ. შემდეგ ცეკვებზე წავლენ, სადაც ტელბოტი ყველას აჯობებს. თვითონ ახალგზარდები კი დაიღლებიან. რობერტი გოგოებს გააფრთხილებს რომ ბიჭებთან სერიოზულად მოიქცნენ, მაშინვე კისერზე არ ჩამოეკიდონ და თავი დაიფასონ. ბიჭები გადაწყვეტენ, დაათრონ ტელბოდი და ასე მაინც მოიშორონ. მაგრამ ეს გეგმაც ჩაუვარდებათ, რადგანაც ამერიკელი მილიონერი კარგად იტანს სასმელს და საბოლოოდ ახალგაზრდები დათვრებიან გათიშვამდე. ლიზა ერთ-ერთი გოგოსგან, სენდიისგან შეიტყობს ტელბოტის დარიგებას და გაბრაზდება, ახლა განახებ თავის დაფასებასო და მიატოვებს. მასთან ერთად ყველა მობინადრეც წავა. დილას ერთ-ერთი ახალგზარდა ამერიკელი ტონი, ტელბოტს ბოდიშს მოუხდის ყველაფერზე და სენდის მისამართს კითხავს, რადგანაც შეუყვარდა. ტელბოტიც მიხვდება რომ ლიზა უყვარს და ასე ადვილად არ უნდა დაკარგოს, მაურისიოს აპატიებს ვილის გაქირავებას და გოგოს გაეკიდებიან. ავტომობილით მიმავალი დაეწევა ლიზას და ცოლობას თხოვს, გოგო ეტყვის რომ უკვე გვიანია და თუ უყვარდა ადრე უნდა შეეთავაზებინა. გაბრაზებული რობერტი საღამოს მატარებელზე ბილეთს იყიდის. ლიზა დაურეკევს სპენსერს, მოუბოდიშებს, შეცდომა მომივიდაო და თანახმაა ცოლად გაყვეს. პატარძლის კაბაში გამოწყობილს ატირებული სენდი დაადგება, გამოუტყდება რომ ტონი შეუყვარდა და მისი ასავალ-დასავალი არ იცის. ამ დროს ტონი შემოვა და ჩაეხუტებიან. ახლა ლიზა მიხვდება რომ მისი ერთდერთი სიყვარული რობერტია და პატარძლის კაბით რკინიგზის სადგურში გაიქცევა, სადაც შემთხვევით სპენსერს შეხვდება. რობერტი ორივეს ერთად რომ დაინახავს, გაბრაზდება და მატარებელში ავა. ლიზა ერთ ქალს ბავშვს თხოვს, შემდეგ პოლიციელს მოატყუებს რომ ტელბოტია მისი მამა, მიატოვა და მიემგზავრება. პოლიციელი მატარებელს გააჩერებინებს. ლიზასა და ბავშვის დანახვაზე რობერტს გული აუჩუყდება და ჩამოვა მატარებლიდან. უკვე ცოლ-ქმარი ზაფხულში კვლავ მოულოდნელად ჩავლენ საკუთარ ვილაში. მაურისიოს ისევ სასტუმროდ აქვს გადაკეთებული და ამჯერად სტუმრად მონაზვნები ყავს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
როკ ჰადსონი რობერტ ტელბოტი
ჯინა ლოლობრიჯიდა ლიზა ჰელენა ფელინი
სანდრა დი სენდი სტივენსი
ბობი დარინი ტონი
უოლტერ სლეზაკი მორის კლეველი
ბრედა დე ბანზი მარგარეტ ელიზონი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Bambi Awards 1961 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი როკ ჰადსონი გამარჯვებული
Bambi Awards 1961 საუკეთესო მსახიობი ქალი ჯინა ლოლობრიჯიდა ნომინაცია
ოქროს გლობუსი 1962 ყველაზე პერსპექტიული ახალბედა მამაკაცი ბობი დარინი გამარჯვებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.imdb.com/title/tt0054759/

https://www.tcm.com/tcmdb/title/71294/come-september#overview

http://www.2020-movie-reviews.com/reviews-year/1961-movie-reviews/come-september-1961-movie-review/