ყმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყმები — სოციალური ფენა შუა საუკუნეების საზოგადოებაში (მ.შ. საქართველოში), რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა. ყმები ჰყავდათ მეფეს, მისი ოჯახის წევრებს, ცალკეულ მებატონეებსა და ეკლესიებს. ისინი ძირითადად ვაჭარ-ხელოსნები იყვნენ. ვალდებულებები მებატონეთა წინაშე სხვადასვაგვარი ჰქონდათ.

ყმების ნაწილი მებატონეს ხელოსნური შრომით ემსახურებოდა, ნაწილი ხელოსნური შემოსავლიდან იხდიდა ფულად გადასახადს. საეკლესიო ყმები ეკლესიას უხდიდნენ შემოსავლიდან შეძენილ სანთელს, საკმეველს, ზეთს, ნართს სანთლისათვის და ა.შ. თბილისში დამკვიდრებულ ყმა ვაჭარ-ხელოსანთა ნაწილს სოფელთან კავშირი გაწყვეტილი არ ჰქონდა. ასეთი ყმა მებატონეს უხდიდა ფულს შემოსავლიდან და ვალდებული იყო სოფელშიც ემუშავა ბატონის სასარგებლოდ. თბილისელი ყმები რომელთაც სამეურნეო ნაკვეთები ჰქონდათ, მებატონეებს ნატურით უხდიდნენ ბეგარას.

ყმები იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადებს:მახტას, მალს, სამასპინძლოს, ფეშქაშს - შაჰის სასარგებლოდ, სურსათს - სამეფო ლაშქრის შესანახად, სალეკოს, სარუსოს და ა.შ. იყო ყმების გათარხნების შემთხვევეიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 913