ყიტაანის მოდველაურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყიტაანის მოდველაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

შემორჩენილია აფსიდის ნაწილი (სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი), ისიც შუაში გარღვეულია. ეკლესია დარბაზული ყოფილა ნაგები რიყის ქვითა და კირის ხსნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]