ყირხბულახის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყირხბულახის ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარებსა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის. გაიმართა 1751 წელს სოფელ ყირხბულახთან (ახლანდელი სომხეთი). აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

აზატ ხანმა ძალაუფლების გამყარება გადაწყვიტა. თავდაპირველად მან ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება. ქართველთა ჯარი ბამბაკში მივიდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისაკენ გაემართა ერეკლე II, რომელსაც შეუერთდა წინათ გაგზავნილი ჯარი. აზატ-ხანის ლაშქარი 18 ათას კაცს ითვლიდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ყირხბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ-ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა მძაფრ შეტევას და გაიქცა. ქართველებს დიდძალი ალაფი დარჩათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]