ყირიმის სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყირიმის სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია
ყირიმის სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°18′16″ ჩ. გ. 39°30′38″ ა. გ. / 47.30444° ჩ. გ. 39.51056° ა. გ. / 47.30444; 39.51056
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ყირიმი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX-XX საუკუნეების მიჯნა

ყირიმის სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია (სომხ. Սուրբ Ամենափրկիչ եկեղեցի, რუს. Церковь Сурб Аменапркич) — სომხური ეკლესია სოფელ ყირიმში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ყირიმი, მიასნიკიანის ქუჩა 51.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია სოფელ ყირიმში ააგეს 1902 წელს. ეკლესიის მშენებლობას წინ უძღოდა სამშენებლო პროექტის შექმნა. 1892 წელს პროექტი გადასცეს ნახიჩევანისა და ბესარაბიის კონსისტერიას. მშენებლობა უნდა წარმართულიყო ეპარქიის მრევლის შემოწირულობით.

სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესიის მშენებლობა გადაწყდა 1895 წლის 23 აგვისტოს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანების საფუძველზე. მშენებლობა დასრულდა 1902 წელს. ეკლესიაში ააგეს ხის საკურთხეველი. 1902 წელს მრევლის დახმარებით ააგეს, ახალი ქვის საკურთხეველი.

1904 წელს სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესიასთან გაიხსნა ქალთა საკვირაო სკოლა. 1912-1913 წლებში სკოლაში სწავლობდა 149 მოსწავლე. ვაჟთა საკვირაო სკოლა დაარსდა 1910 წელს. ამავე წელს აქ სწავლობდა 174 მოსწავლე. სკოლასთან არსებობდა ბიბლიოთეკა რომლის წიგნადი ფონდიც შეადგენდა 318 წიგნს.

1930-იან წლებში სურბ-ამენაფრკიჩის ეკლესია დახურეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიაში კვლავ აღსდგა ღვთისმსახურება. 1960 წელს ეკლესია „მრევლის სიმცირის გამო“ დახურეს, გადააკეთეს სასწავლო-საწარმო სახელოსნოდ, ხოლო შემდეგ ააშენეს ხორბლის საცავი.

1982 წელს ლუკაშინის სახელობის კოლექტივმა დაიწყო ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. ამჟამად ეკლესია სახელმწიფოს მიერ არის დაცული, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული ძეგლი. 1996 წლის 21 სექტემბერს ეკლესია აკურთხეს და მასში დაიწყო ღვთისმსახურება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია აგებულია სომხურ არქიტექტურულ სტილში. სომხური არქიტექტურის გავლენა იგრძნობა მთელ რიგ კონსტრუქციულ დეტალებში.

ეკლესიის სამრეკლო ოთხკუთხაა. ეკლესიის ფანჯრები მეტალო-პლასტმასისგან არის დამზადებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В. Г., Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001.
  • Халпахчьян О. X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер. 1988.
  • Шахазиз Е. Новый Нахичеван и новонахичеванцы / Перевод с армянского Ш. М. Шагиняна // Ростов-на-Дону, 1999.
  • Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]