ყირიმის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყირიმის მუზეუმი
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 16 თებერვალი, 1980
მდებარეობა ყირიმი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ალვარდ პოპოვიანი

ყირიმის მუზეუმი (რუს. Музей Крыма) — ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის სოფელ ყირიმში. განთავსებულია სოფელ ყირიმის კულტურის სახლში. 1987 წელს მიიღო სახალხო მუზეუმი სტატუსი. სოფლის მუზეუმში შესაძლებელია ამთვალიერებელი გაეცნოს ანისის შტოს სომხების ისტორიასა და ყოფა-ცხოვრებას[1]..

მუზეუმის მისამართი: 344113, როსტოვის ოლქი, სოფელი ყირიმი, მიასნიკიანის ქუჩა, კულტურის სახლი.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური კულტურის სახალხო მუზეუმი მდებარეობს როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის სოფელ ყირიმში. ამჟამინდელი სოფლის მოსახლეები არიან ყირიმის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებული სომხების შთამომავლები.

სხვადასხვა დროს ყირიმის ნახევარკუნძული დასახლებული იყო სომხებით, რომლებიც გადმოსახლდნენ მცირე აზიიდან და ბულგარეთიდან. ექვსსაუკუნოვანო ცხოვრების შემდეგ ეკატერინე II-ის 1778 წლს 9 მარტის ბრძანების შესაბამისად, ნებაყოფლობით გადასახლდნენ თანამედროვე როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე. დონის ტერიტორიაზე სომხური დასახლებები გაჩნდა 1779 წელს. ყირიმის ქალაქის მაცხოვრებლები გაასახლდნენ ქალაქ დონის ნახიჭევანში, ხოლო სოფლის მოსახლეობა სოფლებში: ჩალტირი, ყირიმი, ბოლშიე-სალი, სულტან-სალა და ნესვეტაი. გადმოსახლებულებმა მიიღეს რელიგიური თავისუფლება. აშენებდნენ ეკლესიებასა და სამრეკლოებს, ყველა მათგანი დაემორჩლა სომხეთის პატრიარქს, ეჩმაიძინის საპატრიარქოს.

ისტორიული დოკუმენტები, სომხური კულტურისა და ყოფა-ცხოვრების საგნები შეაგროვეს 1980 წელს შექმნილ სოფლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მუზეუმის პირველი ხელმძღვანელი იყო აიკა პოპოვიანი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა სკოლაში, სადაც შექმნა სოფლის ისტორიის კუთხე. 1979 წელს ლუკაშინის სახელობის კოლმეურნეობის მმართველებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ყირიმის ისტორიის მუზეუმი და მისთვის გადაეცათ სოფლის კულტურის სახლის გარკვეული მონაკევეთი.

მუზეუმის ფონდში მოითვლიდნენ 1 340 ნივთს, წიგნსა და დოკუმენტს. მასალები წარმოდგენილია ქრონოლოგიური რიგის მიხედვით. 1987 წელს სსრკ-ის კულტურის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიენიჭა სახალხო მუზეუმის სტატუსი.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ექსპონატები შეაგროვეს სოფლისა და ოლქის მცხოვრებლებმა. ექსპოზიცია წარმოგვიდგენს ანისიდან გამოსახლებული სომხების კულტურასა და ისტორიას, რომელთა შთამომავლებად მიიჩნევიან დონელი სომხები. მუზეუმში დაცულია ღირებული ფოტოები, დოკუმენტები და ხელნაწერები.

2005 წლიდან მუზეუმის ხელმძღვანელია ალვარდ პოპოვიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Додохян С. Двойной праздник / С. Додохян // Заря коммунизма. – 1985. – 28 февр. – С. 6.
  • Крымский музей – хранитель истории армянского народа // Наше время. – 1994. – 5 июня. – С. 2.
  • Присвоено звание народного: [Музею села Крым] // Заря коммунизма. – 1987. – 31 окт.
  • Саргсян О. Присвоено звание народный / О. Саргсян // Заря коммунизма. – 1987. – 30 окт. – С. 1.
  • Шагинян С. Сохранили самобытность нации: [О музее с. Крым] / С. Шагинян // Заря коммунизма. – 1989. – 30 сент. – С. 4.
  • Шагинян С. Хранитель истории / С. Шагинян // Заря коммунизма. – 1989. – 17 окт. – С. 2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]