ყირიმის დიდების პანთეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირიმის დიდების პანთეონი
რუს. Пантеон Славы
კოორდინატები 47°18′22″N 39°29′47″E / 47.306204° ჩ. გ. 39.496446° ა. გ. / 47.306204; 39.496446
მდებარეობა რუსეთი, ყირიმი
მოქანდაკე გ. გალეპინი, ლ. კუზნეცოვი, ა. ჯლაუხიანი, ი. შუბინი
დაწყების თარიღი 1965
დასრულების თარიღი 1970

ყირიმის დიდების პანთეონი (რუს. Пантеон славы) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის სოფელ ყირიმში, რუსეთის ფედერაცია. აგებულია დიდ სამამულო ომში დაღუპული თანასოფლელი მეომრების პატივისცემის ნიშნად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი აშენდა ლუკაშინის სახელობის კოლმეურნეობის თანხით და ოფიციალურად გაიხსნა 1970 წლის 9 მაისს. მისი მშენებლობა დაიწყო 1965 წელს და შენდებოდა ხუთი წლის განმავლობაში. დიდ სამამულო ომში აღუპული მემომრებისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმის ინიციატივა ეკუთვნის ადგილობრივი № 5 საშუალო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ საბჭოთა არმიის დაღუპული მემომრების შესახებ შეაგროვეს ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაცია, დოკუმენტები, მიმოწერები, ფოტოები, ორდენები და ა. შ. წარიმართა დიდი საძიებო სამუშაოები. პანთეონის პროექტი წარმოადგინა რსფსრ-ის სამხატვრო ფონდის როსტოვის სამხატვრო საბჭომ. პროექტზე მუშაობდნენ მოქანდაკეები ა. ჯლაუხიანი, ი. შუბინი, არქიტექტორები გ. გალეპინი და ლ. კუზნეცოვი.

1972 წელს კომპლექსის ტერიტორიაზე აანთეს მუდმივი ცეცხლი. პანთეონის გახსნიდან დღემდე მას უამრავი ადამიანი სტუმრობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტები 42 ქვეყნიდან. სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერებით სავსე ოთხი დიდი შთაბეჭდილებების ჩანაწერთა წიგნი დაცულია სოფლის მუზეუმში როგორც ექსპონატი[1].

2002 წლის 31 დეკემბრის № 124 ბრძანების შესაბამისად ძეგლი შეიყვანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანთეონი წარმოადგენს ქანდაკებების ჯგუფს და მუქი ტუფისგან აშენებული ნახევრაწრიული ნაგებობის ერთობლიობას. ყველაზე მაღალია მწუხარე ქალის გამოსახულება. მას მარცხენა ხელი უდევს შვილიშვილის მხარზე, მარჯვენა ხელი კი უდევს რძლის მხარზე, მათ ყველაზე საყვარელი ადამიანი: შვილი, ქმარი და მამა გაუშვეს ომში.

პანთეონის წინ დგას ხუთი ფილა, რომელზეც ამოკვეთილია ომის წლები: 1941, 1942, 1943, 1944, 1945. ტუფის ნაგებობაზე სომხურად და რუსულად ამოკვეთილია სიტყვები:

ვიკიციტატა
„სამშობლოსთვის დაღუპულები არ კვდებიან.“

პანთეონის შიგნით პორტრეტიანი მარმარილოს ფილებია, ფირფიტებით (სულ 365), რომლებზეც ამოკვეთილია სოფელ ყირიმიდან დაღუპულთა სახელები ა ფოტოები, ზემოთ კი წარწერა:

ვიკიციტატა
„სამარადისო დიდება 1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში დაღუპულ თანასოფლელებს.“

კედელზე მეორე მხრიდან გამოსახულია ჯარისკაცი, რომელიც დაიღუპა სოფელ ყირიმის გათავისუფლებისათვის[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]