1995 წლის ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში, რომელიც 1995 წლის 24 დეკემბერს გაიმართა. მასში სამი კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნებში ასკარ აკაევმა ხმების 72,4% მიიღო და ყირგიზეთის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 86,2% შეადგინა.[1]