შინაარსზე გადასვლა

ყიზილ ვანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყიზილ ვანგი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, ნახიჩევანი
თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეული
ტიპი სამარხი

ყიზილ-ვანგი  (აზერ. Qızılvəng) — ისტორიული სამარხი აზერბაიჯანში, მდებარეობს ყიზილ-ვანგის სადგურის მახლობლად, ქალაქ ნახიჩევანიდან 18 კმ-ში, მდინარე არაქსის ნაპირზე.

ყიზილ-ვანგი  გამოირჩევა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამხრეთ ამიერკავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი მოხატული კერამიკით. სამარხი შეტანილია აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლების სიაში.

სამარხში პირველი გათხრები ჩატარდა 1896 და 1904 წლებში, ხოლო მეცნიერული გათხრები 1926 წელს. აღმოჩენილი იყო ქვის ყუთებში განთავსებული სამარხები, სადაც გვამები დახრილ ან მჯდომარე მდგომარეობაში იყვნენ დაკრძალულნი.

ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, მათ შორის ხანჯლები, ისრისპირები და ჯოხები, ასევე სამი ძირითადი ტიპის მოხატული კერამიკა აღმოაჩინეს.

პირველი ორი ტიპის კერამიკა თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით, ხოლო მესამე ტიპი — ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით.

ყიზილ-ვანგის კერამიკა ნახიჩევანის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ამ კულტურის მატარებლები პატრიარქალურ სოციალურ სისტემაში ცხოვრობდნენ, სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი.

ნახიჩევანის არქეოლოგიური კულტურის მეორე საფეხურზე (ძვ. წ. XVII-XV სს.) ყიზილ-ვანგში აღმოჩენილი კერამიკა პოლიქრომული მოხატულობით გამოირჩევა. კერამიკაზე გეომეტრიული ფიგურები, ადამიანები, ცხოველები და ფრინველებია გამოსახული.

1936 წელს ჩატარებული არქეოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ყიზილ-ვანგის ტიპის სამარხები გავრცელებულია მთელ ნახიჩევანის რეგიონში. მსგავსი კერამიკული ძეგლები აღმოჩენილია სომხეთში (თეზეკენდი), თურქეთში (ბოღაზკოი, ალიშარჰოიუკი) და ირანში (გოი-თეფე, სიალქი, გისარი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]