ყიზილ-ართი
იერსახე
ყიზილ-ართი | |
---|---|
კოორდინატები: 39°23′03″ ჩ. გ. 73°19′21″ ა. გ. / 39.3843333° ჩ. გ. 73.32250° ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი ტაჯიკეთი |
სიმაღლე | 4280 მ |
ქედი | იმიერალაის ქედი |
ყიზილ-ართი (ყირგ. Кызыл-Арт) — უღელტეხილი პამირში, იმიერალაის ქედზე. სიმაღლე 4280 მ.[1] აღმართულია პამირის ტრაქტზე, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე.[2] უღელტეხილზე გადის ოში–ხოროგის საავტომობილო გზა. ჩრდილოეთიდან ალაის ველიდან უღელტეხილზე მისასვლელი საკმაოდ დამრეცია, ხოლო სამხრეთიდან არსებული ჩასასვლელი შედარებით ციცაბოა და მიდის მდინარე მარქანსუს ფართო უდაბურ ხეობაზე.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kyrgyzstan - Tajikistan border crossing at Kyzyl Art Pass
- ↑ Laurence Mitchell, Kyrgyzstan, Bradt travel guides, 2008
- ↑ В. М. Котляков. Кызыл-Арт // Словарь современных географических названий. — Екатеринбург: 2006.