ყვითელლოყება
იერსახე
| ყვითელლოყება | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Elopichthys bambusa (Richardson, 1845) | |||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||
|
IUCN Data Deficient : 166188 | |||||||||||||
| |||||||||||||
ყვითელლოყება (ლათ. Elopichthys bambusa) — მტაცებელი თევზი კობრისებთა ოჯახისა. აქვს წვრილი ქერცლით დაფარული და წაგრძელებული სხეული. მისი სიგრძე 2 მ, მასა — 30-40 კგ აღწევს. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მდინარე ამურიდან დაწყებული, დამთავრებული ვიეტნამამდე, მდინარე კამდე. ლაყუჩის სახურავები ყვითელ-ოქროსფერია, საიდანაც წარმოსდგება თევზის სახელწოდება. დიდი პირი აქვს. იკვებება თევზით. ტოფობს ზაფხულში. ძვირფასი სარეწაო თევზია. ძალიან გემრიელი და მსუქანი ხორცი აქვს. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 640.
