G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყვითელი ჯუჯა)
მზე — G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ტიპური ვარსკვლავი
მზე და ვეშაპის ტაუ
მზე, ალფა კენტავრი და ალფა კენტავრი b
G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავების მახასიათებლები[1]
სპექტრული
ტიპი
მასა ზედაპირის
გრავიტაცია
(log g)
ეფექტიანი
ტემპერატურა
(K)
ფერის
ინდექსი
(B − V)
G0V 1.15 4.32 5,980 0.583
G1V 1.10 4.34 5,900 0.608
G2V 1.07 4.35 5,800 0.625
G3V 1.04 4.37 5,710 0.642
G4V 1.00 4.38 5,690 0.657
0.98 4.40 5,620 0.672
G6V 0.93 4.42 5,570 0.690
G7V 0.90 4.44 5,500 0.713
G8V 0.87 4.46 5,450 0.740
G9V 0.84 4.48 5,370 0.776

G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (სპექტრული ტიპი G-V), იგივე ყვითელი ჯუჯა ან G ჯუჯა ვარსკვლავიG სპექტრული ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (ნათების კლასი V). ამგვარ ვარსკვლავებს გააჩნია 0,8 to 1,2 მზის მასა, ზედაპირის ტემპერატურა კი 5300-6000 კელვინს შორის მერყეობს.[2]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მიმდევრობის სხვა ვარსკვლავების მსგავსად, G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ბირთვში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციაწყალბადის გარდაქმნა ჰელიუმად.[3] მზე, რომელსაც თავის გრავიტაციული ველით დედამიწა მზის სისტემაში ჰყავს ჩაჭერილი, G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს წარმოადგენს. ყოველ წამში, მზე დაახლოებით 600 მილიონ ტონა წყალბადს წვამს და გარდაქმნის ჰელიუმად, რა დროსაც 4 მილიონი ტონა მატერია გარდაიქმნება ენერგიად.[4][5] მზის გარდა, G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავების კარგად ცნობილი წარმომადგენლები არიან ალფა კენტავრი, ვეშაპის ტაუ, 51 პეგასი.[6][7][8]

ტერმინი ყვითელი ჯუჯა არასწორია, რადგან G-ტიპის ვარსკვლავები როგორც წესი, თეთრია უფრო ნათელი წარმომადგენლები, მაგალითად მზე, სულ ოდნავ მოყვითალოში გადადის სხვა უფრო ნაკლები მასისა და სიკაშკაშის მქონე G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებთან შედარებით.[9] მზე სინამდვილეში თეთრია, თუმცა დედამიწის ატმოსფეროს წყალობით, ის ჩვენგან ყვითელი მოჩანს.[10] გარდა ამისა, ტერმინი „ჯუჯა“ გამოიყენება გიგანტური ვარსკვლავებისგან განსასხვავებლად. მზის მსგავსი ყვითელი ჯუჯები ნათებით აღემატება ირმის ნახტომის ვარსკვლავთა 90%-ს (რომლებიც როგორც წესი არიან ნარინჯისფერი ჯუჯები, წითელი ჯუჯები, თეთრი ჯუჯები და ვარსკვლავური ნარჩენები).

G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი თავისი წყალბადის მარაგს 10 მილიარდ წელში წვავს, სანამ ის საბოლოოდ არ გამოილევა ვარსკვლავის ცენტრში. როდესაც ეს მოხდება, ვარსკვლავი თავის პირვანდელ ზომასთან შედარებით რამდენიმეჯერ დიდი ხდება და იქცევა წითელ გიგანტად, როგორიც არის ახლა ვარსკვლავი ალდებარანი კუროს თანავარსკვლავედში.[11] თანდათანობით, იწვება და ცივდება ვარსკვლავის გაზის გარე შრეები, რომლებიც პლანეტურ ნისლეულად იქცევა; ამ დროს სწრაფად ცივდება ბირთვი, საბოლოოდ კი ვარსკვლავი მასიურ თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

პლანეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ ჩვენთვის ცნობილ G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებს გააჩნია პლანეტები, მათ შორის არიან: მზე, 61 ქალწული, HD 102365, HD 147513, დიდი დათვის 47, სამსხვერპლოს მიუ და ალფა კენტავრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vardavas, Ilias M.; Vardavas, Ilias; Taylor, Frederic (2011), „Chapter 5. Incoming Solar Radiation“, Radiation and Climate: Atmospheric Energy Budget from Satellite Remote Sensing, International Series of Monographs on Physics, 138, OUP Oxford, p. 130, ISBN 0199697140, https://books.google.com/books?id=GnJ0LJFLNbMC&pg=PA130
  2. Empirical bolometric corrections for the main-sequence, G. M. H. J. Habets and J. R. W. Heintze, Astronomy and Astrophysics Supplement 46 (November 1981), pp. 193–237.
  3. Stellar Evolution: Main Sequence to Giant დაარქივებული 2020-05-13 საიტზე Wayback Machine. , class notes, Astronomy 101, Valparaiso University, accessed on line June 19, 2007.
  4. Why Does The Sun Shine?, lecture, Barbara Ryden, Astronomy 162, Ohio State University, accessed on line June 19, 2007.
  5. Sun დაარქივებული 2007-06-16 საიტზე Wayback Machine. , entry at ARICNS, accessed June 19, 2007.
  6. Alpha Centauri A, SIMBAD query result. Accessed on line December 4, 2007.
  7. Tau Ceti, SIMBAD query result. Accessed on line December 4, 2007.
  8. 51 Pegasi, SIMBAD query result. Accessed on line December 4, 2007.
  9. What Color Are the Stars?, Mitchell N. Charity's webpage, accessed November 25, 2007
  10. Dissanaike, George (19 October 1991). „Painting the sky red“. New Scientist. 132 (1791): 31–33.
  11. SIMBAD, entry for Aldebaran, accessed on line June 19, 2007.