ყვითელი ძიძო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვითელი ძიძო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ძიძო
სახეობა:  ყვითელი ძიძო
ლათინური სახელი
Melilotus officinalis (L.) Pall

ყვითელი ძიძო (ლათ. Melilotus officinalis) — ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-100 სმ. ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, დატოტვილი, შიშველი ან ზედა ნაწილში შებუსული. ფოთოლაკები 7-28 მმ-მდე სიგრძისაა, ფორმით უკუკვერცხისებური ან სოლისებური, მომრგვალო ან მოგრძო-ლანცეტა, დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვავილიანი, ხშირი მტევანია. გვირგვინი ყვითელია. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე მდელოებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებში, მინდვრებსა და გზისპირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]