ყვითელი ცხელება
ყვითელი ცხელება — ვირუსული დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ქრება მცირე ხანში.[1] უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მოიცავს ცხელებას, მადის დაკარგვას, გულისრევას, კუნთების ტკივილს განსაკუთრებით ზურგში და თავის ტკივილს.[1] სიმპტომები ჩვეულებრივ ხუთ დღეში უმჯობესდება.[1] ადამიანების დაახლოებით 15 %-ში, გაუმჯობესებიდან ერთ დღეში ცხელება უბრუნდება, მუცლის ტკივილი ჩნდება და ღვიძლის დაზიანება იწყება, რაც ყვითელ კანს იწვევს.[1][2] ამის შემთხვევაში იზრდება სისხლდენისა და თირკმელების პრობლემების რისკი.[1][3]
დაავადება გამოწვეულია ყვითელი ცხელების ვირუსით და ვრცელდება ინფიცირებული კოღოს ნაკბენით.[1][4] ის აინფიცირებს ადამიანებს, სხვა პრიმატებს[5] და კოღოს რამდენიმე სახეობას.[1] ქალაქებში ის ძირითადად ვრცელდება Aedes aegypti-ს მიერ, ესაა კოღოს ტიპი, რომელიც გვხვდება მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.[1] ვირუსი არის RNA ვირუსი Flavivirus გვარისა.[6][7] დაავადების განსხვავება სხვა ავადმყოფობებისგან შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე.[1] საეჭვო შემთხვევის დასადასტურებლად, სისხლის ნიმუშის გამოკვლევა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით არის საჭირო.[8]
ყვითელი ცხელების წინააღმდეგ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ზოგიერთი ქვეყანა მოგზაურებისთვის ვაქცინაციას მოითხოვს.[1] ინფექციის თავიდან ასაცილებლად სხვა ღონისძიებები მოიცავს გადამტანი კოღოების პოპულაციის შემცირებას.[1] იმ ადგილებში, სადაც ყვითელი ცხელება ხშირია, შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკა და მოსახლეობის დიდი ნაწილის იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად.[1] ადამიანის ინფიცირების შემდეგ, მართვა სიმპტომურია; ვირუსის წინააღმდეგ სპეციფიკური ღონისძიებები არ არის ეფექტური.[1] სიკვდილი ხდება მძიმე დაავადების მქონე ადამიანების ნახევარში.[1][9]
2013 წელს შეფასებული იყო, რომ ყვითელმა ცხელებამ აფრიკაში გამოიწვია 130 000 მძიმე ინფექცია და 78 000 სიკვდილი.[1][10] ყვითელი ცხელების წელიწადში დაახლოებით 200 000 შემთხვევიდან დაახლოებით 90 პროცენტი აფრიკაში ხდება.[11] თითქმის მილიარდი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ეს დაავადება ხშირია.[1] ის ხშირია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტების ტროპიკულ ზონებში,[12] მაგრამ არა აზიაში.[1][13] 1980-იანი წლებიდან ყვითელი ცხელების შემთხვევები იზრდება.[1][14] ეს განპირობებულია იმით, რომ ნაკლები ადამიანია იმუნური, მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში, ადამიანები ხშირად მოძრაობენ და კლიმატის ცვლილება ზრდის კოღოების ჰაბიტატს.[1]
დაავადება წარმოიშვა აფრიკაში და ამერიკაში გავრცელდა XVII საუკუნიდან დაწყებული ევროპელების მიერ სუბსაჰარული აფრიკიდან მონების ტრეფიკინგით.[15][16] XVII საუკუნიდან ამერიკაში, აფრიკასა და ევროპაში მოხდა დაავადების რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიდემია.[15] XVIII და XIX საუკუნეებში ყვითელი ცხელება ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინფექციურ დაავადებად; ეპიდემიამ არაერთხელ იფეთქა აშშ-ის მთავარ ქალაქებში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში.[15]
1927 წელს ყვითელი ცხელების ვირუსი გახდა პირველი ადამიანის ვირუსი, რომლის იზოლირებაც მოხდა.[6][17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 Yellow fever Fact sheet N°100. World Health Organization (May 2013). ციტირების თარიღი: 23 February 2014
- ↑ (2014) Scully's Medical Problems in Dentistry (en). Elsevier Health Sciences, გვ. 572. ISBN 978-0-7020-5963-6.
- ↑ Yellow fever en. ციტირების თარიღი: 2022-04-30
- ↑ Yellow fever - Symptoms and causes en. ციტირების თარიღი: 2022-04-27
- ↑ Goes de Jesus, Jaqueline; Gräf, Tiago; Giovanetti, Marta; Mares-Guia, Maria Angélica; Xavier, Joilson; Lima Maia, Maricelia; Fonseca, Vagner; Fabri, Allison; dos Santos, Roberto Fonseca; Mota Pereira, Felicidade; Ferraz Oliveira Santos, Leandro (2020-08-11). „Yellow fever transmission in non-human primates, Bahia, Northeastern Brazil“. PLOS Neglected Tropical Diseases. 14 (8): e0008405. doi:10.1371/journal.pntd.0008405. PMC 7418952. PMID 32780745.
- ↑ 6.0 6.1 (2007) „Flaviviridae: The Viruses and Their Replication“, Fields Virology, 5th, Philadelphia, PA: Lippincott Williams & Wilkins, გვ. 1101. ISBN 978-0-7817-6060-7.
- ↑ Flavivirus | virus genus | Britannica en. ციტირების თარიღი: 2022-04-27
- ↑ Tolle MA (April 2009). „Mosquito-borne diseases“. Current Problems in Pediatric and Adolescent Health Care. 39 (4): 97–140. doi:10.1016/j.cppeds.2009.01.001. PMID 19327647.
- ↑ Frequently Asked Questions About Yellow Fever (August 21, 2015). ციტირების თარიღი: 18 March 2016
- ↑ Garske T, Van Kerkhove MD, Yactayo S, Ronveaux O, Lewis RF, Staples JE, Perea W, Ferguson NM, Yellow Fever Expert Committee (2014). „Yellow Fever in Africa: Estimating the Burden of Disease and Impact of Mass Vaccination from Outbreak and Serological Data“. PLOS Medicine. 11 (5): e1001638. doi:10.1371/journal.pmed.1001638. PMC 4011853. PMID 24800812. e1001638.
- ↑ Barnett, Elizabeth D. (2007). „Yellow Fever: Epidemiology and Prevention“. Clinical Infectious Diseases. 44 (6): 850–856. doi:10.1086/511869. PMID 17304460.
- ↑ Lataillade, Lucy de Guilhem de; Vazeille, Marie; Obadia, Thomas; Madec, Yoann; Mousson, Laurence; Kamgang, Basile; Chen, Chun-Hong; Failloux, Anna-Bella; Yen, Pei-Shi (16 November 2020). „Risk of yellow fever virus transmission in the Asia-Pacific region“. Nature Communications. 11 (1): 5801. Bibcode:2020NatCo..11.5801L. doi:10.1038/s41467-020-19625-9. PMC 7669885. PMID 33199712.
- ↑ CDC Yellow Fever. ციტირების თარიღი: 2012-12-12
- ↑ Barrett AD, Higgs S (2007). „Yellow fever: a disease that has yet to be conquered“. Annual Review of Entomology. 52: 209–229. doi:10.1146/annurev.ento.52.110405.091454. PMID 16913829.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Oldstone, Michael B. A. (2020) „Yellow Fever“, Viruses, Plagues, and History, გვ. 89–122. DOI:10.1093/oso/9780190056780.003.0005. ISBN 978-0-19-005678-0.
- ↑ History of Yellow Fever in the U.S. en. ციტირების თარიღი: 2022-04-27
- ↑ (2009) West Nile Virus, Foreword by David Heymann, 2nd, Deadly Diseases & Epidemics, New York: Chelsea House, გვ. 17. ISBN 978-1-60413-254-0. „The yellow fever virus was isolated in 1927“