ყვითელი ღვინა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ყვითელი ღვინა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Fritillaria collina Adam | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ყვითელი ღვინა (ლათ. Fritillaria collina) — სიმაღლე 15-20 სმ-ია. ზემო ნახევარი შეფოთლილია, ფოთოლი – 5-6, ვიწრო – ლანცეტა ან ხაზური ფორმის. ყვავილი ერთია, თავდახრილი, შეფერილობით – მუქი ყვითელი ან იისფერი, ჭადრაკულად განლაგებული ლაქებით. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ველობებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას და მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 468.