ყვითელი ტრემელა
იერსახე
| ყვითელი ტრემელა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Tremella mesenterica | |||||||||||||
| |||||||||||||
ყვითელი ტრემელა (ლათ. Tremella mesenterica) — ნაყოფსხეული ლაბისებრი, ჟელესებრი და გლუვი აქვს. მისი ფორმა ტვინის მსგავსად ნაოჭდება და დანაწევრებულია. ზომით 2-8 სმ დიამეტრისაა. ნესტიან ამინდში ის წებოვანი და ლორწოვანია, ხოლო გვალვის დროს შრება და სუბსტრატზე კანივით გადაკრულია. თუმცა, წვიმის შემდეგ კვლავ იჯირჯვლება და პირვანდელ ფორმას აღიდგენს.
მისი რბილობი მკვრივი, ლაბისებრი და გამჭვირვალეა, განსაკუთრებული სუნის გარეშე. სპორები კვერცხის ფორმის და გლუვია, მათი ზომა 10-15 x 6-12 მიკრომეტრია.
ეს სოკო მთელი წლის განმავლობაში იზრდება ფოთლოვანი ხეების გამხმარ, ხრწნად მერქანსა და ჩამოცვენილ ტოტებზე. მისი გავრცელების არეალი ძალიან ფართოა და მოიცავს ყველა კონტინენტს.
ზოგიერთ ქვეყანაში მას საკვებადაც იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 298-299, ISBN 978-9941-8-4547-5