ყვითელი აბლაბუდა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვითელი აბლაბუდა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  ყვითელი აბლაბუდა სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius armeniacus (Schaeff.) Fr., 1838

ყვითელი აბლაბუდა სოკო (ლათ. Cortinarius armeniacus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.[1]

პირობითად საჭმელი სოკოა. ზოგიერთი წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება წიწვოვან (უპირატესად ნაძვნარში) და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus armeniacus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ-მდე, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ბრტყელი, ბორცვაკით ცენტრში ან ბორცვაკის გარეშე, ჰიგროფანული. ზედაპირი ოდნავ მბზინავი, წვიმიან ამინდში წებოვანი, მოყვითალო-მურა ან მოწითალო-მურა, გაშრობის შემდეგ ჟანგმიწისფერ-ყვითელი. ნორჩობაში ზოგჯერ მოთეთროა.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, შეზრდილია კბილით, ნორჩობაში მოყვითალო- ან მომურო-ჟანგმიწისფერი, სიმწიფეში ჟანგისფერ-ყავისფერი.

რბილობი — მოთეთრო, სქელი, მკვრივი, ახასიათებს ბოლოკის სუსტი სუნი.[4] გაჭრისას ფერს არ იცვლის.

ფეხის სიგრძე — 6-13 სმ-მდე აღწევს, სისქე — 0,8-1,5 სმ-მდე, ცილინდრული ან ძირში გაფართოებული, თეთრი ზოლებით, ზედაპირი აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 7,5-9×5-6 მკმ, ელიფსისებური, არათანაბარი მეჭეჭებიანი ზედაპირით. გააჩნია ჰეილოცისტიდები.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირობითად საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, 15-20 წუთიანი ხარშვის შემდეგ.[5] ზოგიერთი წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.

გამოუცდელმა მესოკოვემ თავი უნდა შეიკავოს მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს მისივე გვარის ბევრ შხამიან წარმომადგენელს.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან (უპირატესად ნაძვნარში) და შერეულ ტყეებში, მჟავე ნიადაგზე.

ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბორეალურ სარტყლებში.

სეზონი — აგვისტოდან ნოემბრამდე.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Нездойминого Э. Л., Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева, СПб.: Наука, 1996. — გვ. 126 (Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
  2. Index Fungorum. ციტირების თარიღი: 2015-04-10.
  3. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 183, ISBN 99940-856-1-1.
  5. Паутинник абрикосово-жёлтый. Wikigribs.ru. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2021.
  6. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.