შინაარსზე გადასვლა

ყველის ბურთულები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიმი სედარის ყველის ბურთულა

ყველის ბურთულებიამერიკული აპეტაიზერი, რომელიც ყველის სპრედის სახეობაა. ის პირველად 1940-იან წლებში გამოჩნდა,[1] მოდიდან გადავიდა და XXI საუკუნეში კვლავ პოპულარული გახდა.

ინგრედიენტები და მომზადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზღარბის ფორმის ყველის ბურთულა კრეკერებით

ყველის ბურთულები, როგორც წესი, მზადდება გახეხილი მაგარი ყველისა და დარბილებული ნაღების ყველისგან, ზოგჯერ რაიმე სახის შემკვრელით, როგორიცაა მაიონეზი. ამ ნაზავს ყალიბში დებენ, აცივებენ გასამყარებლად და ხშირად ახვევენ თხილში, რომელიმე მცენარის თესლში ან მწვანილში, კერძისთვის უკეთესი ვიზუალის მისაცემად.[2] მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად მიირთმევენ კრეკერებთან ან კრუდიტებთან ერთად, სადღესასწაულო წვეულებებზე.[3][4][5]

ყველის ბურთულები ზოგჯერ სხვა, მაგალითდ ბორბლების, ბუების ან ანანასის ფორმითაც გვხვდება.[6][7]

კერძი გარკვეული პერიოდით მოდიდან გადავიდა; 1980-იანი წლების ბოლოსთვის ტერმინი „ყველის ბურთულა“ „სტილის, გემოვნების ან ორიგინალურობის ნაკლებობას“ უკავშირდებოდა.[8] ამანდა ჰესერის თქმით, რომელიც 2003 წელს „New York Times“-ისთვის წერდა, ის „ასოცირდება საშუალო კლასის სიმბოლიზმთან“.[9] კიმ სევერსონმა, რომელიც 2016 წელს იმავე ჟურნალთან მუშაობდა, განაცხადა, რომ ეს „რორშახის ტესტის კულინარიული ეკვივალენტი იყო“.

ემი სედარისმა და მისმა ძმამ, დევიდმა, დაწერეს „ლიზის წიგნი“, რაც ბენ ბრანტლის თქმით, ყველის ბურთულებზე იყო ფოკუსირებული, როგორც „კლიშეების“ მეტაფორაზე,[10] რომლითაც ყველა ვცხოვრობთ. მან რეცეპტი შეიტანა თავის 2006 წლის კულინარიულ წიგნში „Hosting a Party Under the Influence“, ხოლო 2007 წელს „მართა სტიუარტის შოუში“ კერძის ისეთი ვარიაცია მოამზადა, რამაც , „ყველის ბურთულები ხელოვნების ფორმად აქცია“.[11]

ჟურნალისტი ჯენიფერ რასელის 2014 წლის სტატიის თანახმად, „შესაძლოა, სედარისი ერთპიროვნულად იყოს პასუხისმგებელი ყველის ბურთულების აღორძინებაზე“. 2014 წელს ინდუსტრიულმა ჟურნალმა „Culture“ განაცხადა, რომ „ყველის ბურთულები ბრუნდება“.[12]MplsStPaul Magazine”-მა 2016 წელს „ყველის ბურთულების წელი“, ხოლო კერძს „ჩრდილოეთის პასუხი სამხრეთული პიმენტოს ყველის მიმართ“ უწოდა.[13]

  1. Russell, Jennifer. (30 January 2014) Respect the cheese ball: It's the perfect party food. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  2. Buffardi, Michelle (2013). Great Balls of Cheese (en). Houghton Mifflin Harcourt. ISBN 978-1-118-49720-3. 
  3. Johnson, Emily. (12 February 2019) The Most Fun Kind of Party is a Cheese Ball Party en-US. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  4. Gross, Matt-Taylor. (21 December 2018) How I Learned to Love The Texas Holiday Cheese Ball en. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  5. Blomgren, April (2 September 2017). Cheese Balls Cookbook: The Top 50 Quick, Easy and Delicious Cheese Ball Recipes to Make at Home (en). CreateSpace Independent Publishing Platform. ISBN 978-1-9760-6059-5. 
  6. Rayess, Dena (2 October 2018). Cheese Balls (en). Chronicle Books. ISBN 978-1-4521-7140-1. 
  7. Severson, Kim. (5 December 2016) To Find Out Who You Are, Peer Into the Cheese Ball.
  8. Definition of CHEESEBALL en. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  9. Hesser, Amanda. (24 December 2003) If You Want It Delicious, Make It Yourself.
  10. Brantley, Ben. (28 March 2001) THEATER REVIEW; The Courage To Accept That Life Is a Cheese Ball.
  11. Reimer, Susan. (14 November 2006) Hosting a party under influence of Amy Sedaris en-US. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  12. Mackey, Dakota. (19 November 2014) Cheese Ball History en-US. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  13. Grumdahl, Dara Moskowitz. (13 January 2016) The Year of the Cheese Balls! en-us. ციტირების თარიღი: 23 March 2024