ყველისსოკო
იერსახე
| ყველისსოკო | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Panus rudis, Lentinus strigosus | |||||||||||||
| |||||||||||||
ყველისსოკო (ლათ. Panus rudis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა რიგისა. ქუდის დიამეტრია 2-8 სმ, ზედაპირი დაფარულია ჯაგრისებრი ბეწვებით; მეტწილად ძაბრისებრია, ზოგჯერ გართხმული, მოყვითალო-მოწითალო ან ყავისფერი, წვიმიან ამინდში — მოიისფრო.
ქუდის ქვედა მხარეს დაღმავალი ფირფიტებია განვითარებული. ფეხი ხშირბუსუსიანია, ქუდის ფერი. იზრდება ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე, გაზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად ვარგისია მხოლოდ ნორჩი; გამხმარი და დაფქული იხმარება ყველის ამოსაყვანად (კვეთის მაგივრად). ყველისსოკო პირველად აიღწერა მიკოლოგის ლუის დევიდ შვაინიცის მიერ 1822 წელს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კაციყურასაც უწოდებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 639.