ყველაფერი რაც შენგან დამრჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ყველაფერი რაც შენგან დამრჩა“
რეჟისორი აბდულა ოღუზი
სცენარის ავტორი ლევენთ კაზაკი
როლებში ნესლიჰან ათაგიული
ექინ ქოჩი
ვილმა ელესი
კომპოზიტორი ილდირაი გურგენი
სტუდია ANS Productions
გამოსვლის თარიღი 17 აპრილი, 2015[1]
ხანგრძლივობა 110 წუთი
ქვეყანა თურქეთი
ენა თურქული
შემოსავალი 2.994 მილიონი თურქული ლირა[2]

„ყველაფერი რაც შენგან დამრჩა“ (თურქ. Senden Bana Kalan) — 2015 წლის რომანტიკული ფილმი, რომლის რეჟისორია აბდულა ოღუზი. იგი არის 2006 წელს გადაღებული კორეული ფილმის „მილიონერის პირველი სიყვარული“ რიმეიკი. ფილმში მონაწილეობენ ნესლიჰან ათაგიული და ექინ ქოჩი, როგორც ელიფი და ოზგური — ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბავშვობაში დაობლებულმა ოზგურმა პატარაობა დედის და მამის გარეშე გაატარა. ბაბუამ ბავშობიდანვე ათამამებდა მას. ოზგური მისი მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, მაგრამ მოკლე დროშივე მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. იგი მის 18-ე დაბადების დღეზე გაიგებს, რომ ბაბუის მემკვიდრეობის მისაღებად უნდა შეასრულოს მისი დანატოვარი ანდერძი, ერთ-ერთი მათგანი კი ასეთია: მან უნდა დატოვოს სტამბოლის მდიდრული ცხოვრება და საცხოვრებლად ერთი წლით პატარა სოფელში უნდა გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მემკვიდრეობის ძალიან მცირე ნაწილს მიიღებს, ხოლო დარჩენილი კი საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება. ოზგური მიემგზავრება სოფელში, სადაც გაიცნობს გოგონას სახელად ელიფს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ekin Koç’un Yeni Filmi Senden Bana Kalan Vizyona Girdi! Turkish. Haber Sırası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2015.
  2. Box Office Türkiye