ყვარლის წყაროსთავის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის წყაროსთავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთ განაპირას, ი. გაგარინის ქუჩის ბოლოში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. (5.2x3.8 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით გეგმით არაწესიერი ნახევარწრის ფორმის საკურთხევლის აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. თითო, ოთხკუთხა სარკმელი ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია. პილასტრებით, რომლითაც შეისრული, სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. შეისრულია ქარგილზე სხმული კამარაც. გარედან ეკლესიის კედლები ხერხულა ლავგარდნითაა დასრულებული. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]