ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესიაყვარლის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლი დგას ქალაქი ყვარლის ცენტრალურ ნაწილში, კონსტანტინე მარჯანიშვილის ქუჩაზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლების წირთხილები და თაღები, კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, ლავგარდანი და ფასადების მორთულობა აგურისაა. ეკლესია დაზიანებულია - ჩამოშლილია კრამიტის სახურავის და ლავგარდნის დიდი ნაწილი.

შესასვლელი სამია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. სამივე კარი შეისრულთაღიანია და ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებებში. შეღრმავებები შიგნიდან ღრმაა და ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. გარედან დასრულებულია აგურით ნაწყობი საფეხუროვანი ფრიზით. აღმოსავლეთითნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ორი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. საკურთხეველი შეისრულთაღიანი, წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული. დარბაზის ყოველ კედელში თითო შეისრულთაღიანი სარკმელია. შეისრულია ეკლესიის კამარაც, რომელიც შუა შეკიდულ საბჯენ თაღსა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს ეყრდნობა. ეს თაღი, შუა საბჯენი თაღისგან განსხვავებით, კუთხის პილასტრებზეა გადაყვანილი.

ეკლესიის გარეთა ქვეყნები რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებითაა ნაგები, რომლებშიც აგურის, ერთმანეთისგან თანაბარი ინტერვალებით დაცილებული, თითორიგიანი შრეებია ჩართული. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, ვერტიკალურად, აგურის წყობით გამოყვანილი სამ-სამი შეღრმავებული რომბია. აგურითვეა გამოყვანილი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე გამოსახული თითო შეღრმავებული ჯვარი. ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურით ნაწყობი, ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]