ყვარლის მეექვსე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარლის მეექვსე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, 3,5 კილომეტრზე. ნასოფლარ ყორეანის ტერიტორიაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ინტერიერი ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის გვერდებზე აფსიდის კედელი განგრეულია. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის შემორჩენილ ნაწილში მცირე ოთხკუთხა ნიშაა. სამხრეთ კედელში შემორჩენილია შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლის ნაწილი. ჩრდილოეთ კედელში კი, ორი ფართო გასასვლელის კვალი. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ეკვროდა, რომელთაგანაც კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]