გორაფის ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან ყვარაში)
გორაფის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′35″ ჩ. გ. 41°30′40″ ა. გ. / 43.176500° ჩ. გ. 41.511250° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2175 მ |
ფართობი | 0,08 კმ² |
საშუალო სიღრმე | 7,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 15,6 მ |
გამჭვირვალობა | 9 მ |
აუზის ფართობი | 2,8 კმ² |
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა — ტბა საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ჩხალთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2175 მ-ზე. გორაფის ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. წყლის სარკის ფართობია 0,08 კმ², აუზის ფართობი 2,8 კმ², საშუალო სიღრმე 7,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. გორაფის ტბიდან გაედინება მდინარე ჩხალთის მარჯვენა შენაკადი ყვარაში. ტბის წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. ფერი მოლურჯო.[2] ზაფხულში ზედაპირზე წყლის ტემპერატურა 15–16 °C-ია. ფსკერთან ტემპერატურა დაახლოებით 4 °C უდრის. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ტბაში გავრცელებულია კალმახი. ყვარაშის ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[3]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 48.
- ↑ საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 220, წ. 1982.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 99.