შინაარსზე გადასვლა

ყვავის საყდარი (საგარეჯო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყვავის საყდარი.

ყვავის საყდარიარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ზე, კოდად წოდებული ადგილისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს.

შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატება. 2016 წელს, ქალაქის ერთ-ერთი მოსახლის მიერ ეკლესიის თვითნებურად აღდგენის დროს, შემორჩენილი კედლები გააშიშვლეს, რის გამოც ისინი მნიშვნელოვნად დააზიანეს.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. შემორჩენილი კედლები ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, შემორჩენილია ზღურბლის ქვა.