ყვავისფრჩხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვავისფრჩხილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  Securigera
სახეობა:  ყვავისფრჩხილა
ლათინური სახელი
Securigera varia (L.) Lassen

ყვავისფრჩხილა (ლათ. Securigera varia) — 30-100 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავალია, სწორად მდგომი, წამოწეული ან გართხმული, მეტ-ნაკლებად დატოტვილი. ფოთლები შედგება 7-12 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთოლაკები ოვალურია ან მოგრძო-ხაზური, ბლაგვი და მოკლეყუნწიანი. ყვავილედი ქოლგისებური მტევანია, 12-20-ყვავილიანი. გვირგვინი ვარდისფერია ან თეთრი. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყების, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებსა და ნათესებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]