ყვავილსაჯდომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვავილსაჯდომი (1) ყვავილის სქემაზე

ყვავილსაჯდომი (ლათ. receptaculum) — ყვავილების შემოკლებული და გამსხვილებული ღერო, რომელზედაც მიმაგრებულია ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და ბუტკო.[1] მის ქვევით მდებარე ყვავილის ყუნწით ყვავილი ემაგრება საყვავილე ღეროს. ზოგჯერ ეს ყუნწი არ აქვს და ყვავილი პირდაპირ ყვავილსაჯდომითაა დაკავშირებული ღეროსთან.[2] ყველაზე გრძელი ყვავილსაჯდომები პრიმიტიულ ყვავილებს აქვს, მაგალითად მაგნოლიის ზოგიერთ სახეობას.[3]

არსებობს სამი სახის ყვავილსაჯდომი:[2]

  1. ბრტყელი — ახასიათებს ყვავილოვანი მცენარეების უმრავლესობას;
  2. ამოზნექილი — ახასიათებს ბაიასა და მაგნოლიას;
  3. ჩაზნექილი — ახასიათებს ასკილს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., ყვავილსაჯდომი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. 2.0 2.1 გუგავა ე. და სხვ., ბოტანიკა, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2005. — გვ. 134.
  3. Цветоложе // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.