შინაარსზე გადასვლა

ყვავილების ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვავილების ხიდი (რუმ. Podul de Flori) — მასშტაბური დემონსტრაცია, რომელიც რუმინეთისა და მოლდავეთის სსრ-ის გამყოფ მდინარე პრუტის გასწვრივ, 1990 წლის 6 მაისს გაიმართა.[1]

პირველი ღონისძიება გაიმართა 1990 წლის 6 მაისს. ამ აქციის დროს რუმინეთის მაცხოვრებლებს იმ დღეს, 13:00-დან 19:00 საათამდე, ნებადართული ჰქონდათ მდინარე პრუტის გადაკვეთა და გადასვლა მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში პასპორტისა და ვიზის გარეშე.[2] პრუტზე გამავალი რუმინეთ-მოლდოვის 700 კმ-იანი საზღვრის გასწვრივ შეიქმნა რვა საკონტროლო პუნქტი: მიორკანი-პერერიტა, სტინკა-კოსტეშტი, იასი-სკულენი, უნგენი-უნგენის ხიდი, ალბიცა-ლეუშენი, ფელჩიუ-ციგანკა, ოანჩა-კაჰული და გალაცი-ჯიურჯიულეშტი.[3]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მკაცრად კონტროლირებადი საზღვრის ორივე მხარეს მაცხოვრებლები (ორი ათწლეულის განმავლობაში, რომლის წინაც მოლდოვის დიდი ნაწილი რუმინეთის სამეფოს ნაწილი იყო) შეიკრიბნენ მდინარის ნაპირებზე, მათ გადაკვეთეს „წყლის ბერლინის კედლად“ წოდებული საზღვარი, რათა ენახათ ოჯახის წევრები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაყოფილნი იყვნენ საზღვრით.[4]

მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანით შეფასდა.[5] უნგენში დაახლოებით 250 000 ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.[6] დემონსტრაცია, ორგანიზებული იყო კულტურული ლიგის „რუმინელთა ერთიანობისთვის ყველგან“ მიერ,[7] ბუქარესტი-კიშინიოვის კულტურულ საზოგადოებასთან და მოლდოვის სახალხო ფრონტთან თანამშრომლობით, დაიწყო დილით ადრე, როდესაც ათასობით ადამიანი გამოჩნდა რუმინეთის მხარეს ყვავილების თაიგულებით. მონაწილეებმა დაიწყეს ყვავილების სროლა წყალში, რამაც მალე დაფარა მდინარის ზედაპირი, სიმბოლურად შექმნა ხიდი ორ მხარეს შორის. შუადღისას, სამღვდელოების ჯგუფმა აღავლინა Te Deum,[8] რის შემდეგაც ორივე მხარეს ეკლესიის ზარები დიდხანს რეკავდნენ. შემდეგ კიდევ უფრო მეტი ყვავილი გადაყარე მდსინარეში და ხიდზე შეხვედრები დაიწყო. სიტყვები, ლოზუნგები და მოწოდებები არ ყოფილა. მას მოჰყვა ხალხური მუსიკა და თამაშები, სადღესასწაულო სუფრები და მსგავსი აქტივობები, ღონისძიება კი დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა.[8]

ამ აქციის შემდეგ რუმინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა.[9]

ყვავილების მეორე ხიდი გაიმართა 1991 წლის 16 ივნისს. ამჯერად, მოლდოვის მაცხოვრებლებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა საბუთების გარეშე რუმინეთში. Rompres-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ბესარაბიიდან გადაკვეთა საზღვარი სკულენიში იასის ოლქში შესასვლელად.[10] მათ შორის იყო მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კიშინიოვის მერი ნიკოლაე კოსტინი.[10]

გალაციში, პრეჩისტის ეკლესიის წინ, ამ შემთხვევის გამო აღიმართა ჯვარცმა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა გაერთიანებას. ყვავილების ხიდის 1991 წლის ვერსიაზე დაესწრო დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი, რომელიც დაესწრო პირველ ყვავილების ხიდს 1990 წელს.

საფრანგეთის დროშა მიხეილ გორბაჩოვის თხოვნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ტელეფონით სთხოვა მის რუმინელ კოლეგას, არ ჩაედინა რაიმე წინდაუხედაობა.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ion Petrescu. (May 6, 2013) Moldova lor, Moldova noastră... Romanian. Adevărul.
  2. Nicolae Roibu. (May 6, 2010) Podul de Flori Romanian. Timpul.md.
  3. "Podul de flori" peste Prut împlinește 23 de ani Romanian. Glasul.md (June 16, 2014). ციტირების თარიღი: October 28, 2014
  4. Mai 1990, "Podul de Flori" Romanian. Historia.ro. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2014.
  5. Podul de flori (1990–1991) Romanian. Istoria.md.
  6. Podul de flori, stropit cu lacrimi Romanian. Jurnal de Chișinău (May 7, 2010). ციტირების თარიღი: November 5, 2014
  7. Teodor Baconschi despre "Podul de Flori" din 6 mai 1990 Romanian. Moldova.org (May 5, 2010).
  8. 8.0 8.1 Ioan Popescu. (May 6, 2010) 20 de ani de la "Podul de Flori" Romanian. Ziarul Prahova.
  9. 23 de ani de la primul Pod de Flori peste Prut: momentul în care românii au putut păși în Basarabia fără pașaport și viză Romanian. Adevărul (May 6, 2013).
  10. 10.0 10.1 Iași: Podul de flori Romanian. Agerpres (June 16, 1991). ციტირების თარიღი: October 28, 2014
  11. "Există o mare ură față de români în Ucraina" Romanian. Adevărul (April 11, 2011).