ყელიცადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყელიცადის ტბა)
ყელიცადი
ყელიცადის ტბა
ყელიცადის ტბა
კოორდინატები: 42°32′26″ ჩ. გ. 44°21′53″ ა. გ. / 42.54056° ჩ. გ. 44.36472° ა. გ. / 42.54056; 44.36472
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 3062 
ფართობი 0,25 კმ²
მოცულობა 2,12 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 14 
ყელიცადი — საქართველო
ყელიცადი
ყელიცადი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყელიცადი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ყელიცადიტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ყელის ზეგანზე, დიდი მეფისკალოს ჩრდილო-დასავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე.[2] სარკის ფართობი 0,25 კმ², მაქსიმალური სიღრმე 14 მ, წყლის მოცულობა 2,12 მლნ. მ³. წარმოადგენს ლავური ნაკადით შეგუბებულ ტბას. გეგმაში ნახევარმთვარის მოხაზულობა აქვს. აუზისთვის დამახასიათებელია ვულკანური, მყინვარული და ეროზიული რელიეფის ფორმები.[2] საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8–9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ არის. ზედაპირული ჩამონადენი არ გააჩნია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 188.
  2. 2.0 2.1 2.2 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.