შინაარსზე გადასვლა

ყბები (რომანი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ყბები“

ავტორი პიტერ ბენჩლი
გარეკანის მხატვარი პოლ ბეიკონი, როჯერ კასტელი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი საშინელებათა, თრილერი
გამომცემელი Doubleday, Bantam Books
გამოცემის თარიღი თებერვალი, 1974
გვერდი 278

ყბები (ინგლ. Jaws) — ამერიკელი მწერლის პიტერ ბენჩლის 1974 წელს დაწერილი საშინელებათა ჟანრის რომანი. ის მოგვითრობს ლონგ-აილენდის სანაპიროზე მოცურავე კაციჭამია დიდი თეთრი ზვიგენისა და მასზე მონადირე სამი კაცის შესახებ. პიტერმა შთაგონება მიიღო ცნობილი ზვიგენებზე მონადირის ფრენკ მუნდუსის თავგადასავლებიდან.

Doubleday-ისა და ქაღალდის გამომცემლის Bantam Books-ის მიერ დაპროექტებული მარკეტინგული კამპანიის მეშვეობით, „ყბები“ შეიტანეს ბევრი წიგნის გაყიდვების კლუბის კატალოგში და მიიპყრო მედიის ინტერესი. 1974 წლის თებერვალში პირველი გამოქვეყნების შემდეგ, ბესტსელერების სიაში 44 კვირის განმავლობაში დარჩა, ხოლო მომდევნო წლებში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.

კინოპროდიუსერებმა რიჩარდ ზანუკმა და დევიდ ბრაუნმა რომანი გამოცემამდე წაიკითხეს და ფილმის უფლებები შეიძინეს. რეჟისორად შეირჩა სტივენ სპილბერგი. ფილმმა გამოტოვა რომანის ყველა ქვესერია და ძირითადად ფოკუსი მოახდინა ზვიგენსა და სამ გმირზე. „ყბები“ იმ დროისთვის გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ისტორიაში და მიენიჭა პირველი საზაფხულო ბლოკბასტერი ფილმის სტატუსი. ფილმს მოჰყვა სამი გაგრძელება, რომლებმაც უმეტესად უარყოფითი შეფასებები მიიღეს.

სიუჟეტი ვითარდება ამიტიში, გამოგონილ ზღვისპირა საკურორტო ქალაქში ლონგ აილენდზე. კრისტინ უოტკინსს, ახალგაზრდა ქალბატონს ცურვის დროს თავს დაესხმევა დიდი თეთრი ზვიგენი და მოკლავს. პოლიციის უფროსი მარტინ ბროდი ბრძანებას გასცემს სანაპიროს დახურვის შესახებ, მაგრამ საზაფხულო ტურიზმის დაზიანების შიშით ქალაქის მერი ლერი ვაუგანი უარყოფს ამ გადაწყვეტილებას. გაზეთის რედაქტორის, ჰარი მედოუზის დახმარებით, თავდასხმა არ ხმაურდება.

რამდენიმე დღის შემდეგ ზვიგენი კლავს ახალგაზრდა ბიჭს და მოხუც მამაკაცს. ხელისუფლება ქირაობს ადგილობრივ მეთევზე ბენ გარდნერს ზვიგენის მოსაკლავად, მაგრამ გარდნერი უჩინარდება. ბროდი და მისი თანაშემწე ლეონარდ ჰენდრიქსი აღმოაჩენენ გარდნერის მიტოვებულ ნავს ზვიგენის კბილების კვალით. ბროდი ცდილობს სანაპიროების დახურვას, ხოლო მედოუზი იძიებს მერის საქმიან კონტაქტებს, რადგან მისი დაჟინებული მოთხოვნა, რომ სანაპირო არ დაიკეტოს საეჭვოდ ეჩვენება და აღმოაჩენს, რომ მას აქვს კავშირები მაფიასთან. მაფიას დიდი ფული აქვს ჩადებული ამიტიში არსებულ უძრავ ქონებაში და აიძულებენ მერს, რომ სანაპირო არ დახუროს. მედოუზი აიყვანს იქთიოლოგ მეთ ჰუპერს, რომ დაეხმაროს ზვიგენთან გამკლავებაში.

ზვიგენის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება და ხალხი გაეშურება ამიტის სანაპიროებისკენ, რომ დაინახონ მკვლელი ზვიგენი. იმის შემდეგ, რაც თინეიჯერი ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩება ზვიგენის თავდასხმას, ბროდი ხურავს სანაპიროს და ქირაობს პროფესიონალ ზვიგენებზე მონადირეს, კვინტს. ბროდი, ჰუპერი და კვინტი, კვინტის გემის „ორკას“ დახმარებით შევლენ წყალში ზვიგენის მოსაკლავად. მამაკაცებს შორის ნელნელა იზრდება დაძაბულობა და შეკამათებაც მოხდება.

პირველი ორი დღე უშედეგოა, მაგრამ მეორე დღის ბოლოს ისინი პირველად დაინახავენ ზვიგენს და დაადგენენ, რომ ის 20 ფუტი (6.1 მეტრი) და 20000 ფუნტია (2300 კგ).

მესამე დღეს ჰუპერს სურს ზვიგენისაგან დამცავი გალიის წამოღება, რომ გამოიყენოს მის წინააღდეგ ბრძოლაში. თავდაპირველად, კვინტი უარს ამბობს გალიის ბორტზე შემოტანაზე, რადგან თვლის, რომ ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ ის თანხმდება მას შემდეგ, რაც ჰუპერი და ბროდი სხვა კამათში ჩაერთვებიან. კვინტის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომ ზიანი მიაყენის ზვიგენს, ჰუპერი წყალქვეშ ჩავა გალიის გამოყენებით. ზვიგენი თავს დაესხმევა გალიას, რასაც ჰუპერი არ ელოდა. გალიის განადგურების შემდეგ კი მოკლავს ჰუპერს. ბროდი შეშინებულია და აცნობებს კვინტს, რომ ქალაქს აღარ აქვს ფულის გადახდის საშუალება, მაგრამ კვინტი გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს ზვიგენზე ნადირობა უსასყიდლოდ.

შემდეგ დღეს ბროდი და კვინტი ბრუნდებიან ზღვაში და ზვიგენი გემს შეუტევს. მას შემდეგ, რაც კვინტი რამდენჯერმე მიაყენებს დაზიანებას ზვიგენს ჰარპუნის გამოყენებით, ზვიგენი ამოხტება და გემს იმდენად დააზიანებს, რომ ჩაძირვას დაიწყებს. ის უკან დაიხევს და წყალში ჩავა, მაგრამ ჰარპუნზე მიმაგრებულ თოკში კვინტს ფეხი გაეჭედება, ზვიგენი თან ჩაითრევს და დაიხრჩობა. ბროდი, რომელიც სავარძლის ბალიშზეა დაყრდნობილი, ამჩნევს, რომ ზვიგენი მასთან მოცურავს. ის თვალებს ხუჭავს და სიკვდილისთის ემზადება, თუმცა სანამ ზვიგენი მასთან მიაღწევს, ჭრილობები მას დაძლევს და კვდება. სასწაულებრივად გადარჩენილი ბროდი უყურებს, როგორ იძირება ზვიგენი სიღრმეში და შემდეგ მიცურავს სანაპიროსკენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყბები_(რომანი)“-დან